დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 124 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110915014, 15/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 070010010.22.027.016191 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №124
2011 წლის 15 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებით (სსმ III, 30.09.2008, №143, მუხ. 1423) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
მე-13 მუხლს დაემატოს:
ა) შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ბიუროს უფროსის უფლება-მოვალეობა შეიძლება გადაეცეს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ჯგუფის უფროსებს, მათ დაქვემდებარებაში არსებულ საქმეებზე. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ცალკეული კატეგორიების საქმეების აღსრულებისას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ბიუროს უფროსის უფლება-მოვალეობა შეიძლება ასევე განახორციელოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსმა, ხოლო აღმასრულებლის უფლება-მოვალეობა - ამავე სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელმა.“;
ბ) შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის გადახდების სისტემასთან დაკავშირებულ საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) შესული ნებისმიერი თანხის განკარგვას ახორციელებენ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული ბუღალტრები. აღნიშნული პირები უფლებამოსილნი არიან საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მიღებული მიმართვის ფორმის შესაბამისად ერთპიროვნულად მოახდინონ თანხების განკარგვა. დაუშვებელია მიმართვის ფორმის გარეშე თანხის გადარიცხვა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნულ ანგარიშზე შეცდომით არის ჩარიცხული თანხა ან თანხის გადატანა ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა ანგარიშზე.“.
2. 154 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებული სააღსრულებო საქმეების რეგისტრაციის დროს კრედიტორი (წარმომადგენელი) ვალდებულია აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარადგინოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული კრედიტორის ანგარიშის შესახებ მონაცემები.
4. ნებისმიერი სახის სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცლის წინასწარი ჩაწერის საფუძველზე კრედიტორს (წარმომადგენელს) გადაეცემა ,,განცხადების მიღების ბარათი“ , სადაც აღნიშნულია საფასურის წინასწარ გადასახდელი ნაწილის გადახდისათვის საჭირო იდენტიფიკატორის რეკვიზიტები. კრედიტორი ვალდებულია წინასწარი ჩაწერიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გადაიხადოს საფასურის წინასწარ გადასახდელი ნაწილი. აღნიშნულ ვადაში საფასურის წინასწარ გადასახდელი ნაწილის გადაუხდელობის შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტები უბრუნდება კრედიტორს.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები