დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ივლისის №226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 717 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110915010, 16/09/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.016075 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №717
2011 წლის 15 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ივლისის №226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ივლისის №226 ბრძანებით (სსმ III, 2005წ., №87, მუხლი 995) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ” და „ე” ქვეპუნქტები:
,,დ) ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ყოველწლიური გეგმების შედგენა და ამ გეგმებით გათვალისწინებული სამხედრო ღონისძიებების რეალიზაციის მონიტორინგი;
ე) საქართველოს შეიარაღებულ ი ძალების ნატოსთან ინტეგრაციის კოორდინაცია. ნატოსთან სამხედრო ინტეგრაციის პრიორიტეტების განსაზღვრაში მონაწილეობა და მათი ასახვა საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ნატო-საქართველოს ერთობლივ პროგრამებში.” .
2. მე-6 პუნქტის “გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) საზღვარგარეთის სახელმწიფოების (საერთაშორისო ორგანიზაციების) თავდაცვის უწყებებთან თანამშრომლობის გეგმების (პროგრამების) შემუშავება, სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, მათი განხორციელების კოორდინაცია და ამ გეგმებით გათვალისწინებული სამხედრო ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი;”
3. მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ” ქვეპუნქტი :
„მ) ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში არსებული მექანიზმების (ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP), დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესი (PARP), ნატო-საქართველოს სამხედრო თანამრომლობის გეგმა (WP) და განხორციელების გეგმა (IP)და სხვ.) სამხედრო შინაარსის კომპონენტების შემუშავება და მათი შემდგომი განხორციელების კოორდინაცია; ” .
4. მე-12 პუნქტს დაემატოს ”გ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„გ) ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობის სამმართველო:
გ.ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ახორციელებს ნატო-საქართველოს პროგრამების დაგეგმვას და მათი რეალიზაციის მონიტორინგს ;
გ.ბ) მონაწილეობს დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში (PARP) პარტნიორობის მიზნებით (PG) და ყოველწლიური ეროვნული პროგრამით (ANP) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გათვალისწინებული დაგეგმვის კოორდინირებასა და შესრულების მონიტორინგში;
გ.გ) ახდენს ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის გეგმის (WP) და განხორციელების გეგმის (IP) შემუშავებას და ამ მექანიზმებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების კოორდინირებას და მონიტორინგს;
გ.დ) ახდენს ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში არსებული მექანიზმების (ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP), დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესი (PARP), ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის გეგმა (WP) და განხორციელების გეგმა (IP)და სხვ.) სამხედრო შინაარსის კომპონენტების შემუშავებას და მათი შემდგომი განხორციელების კოორდინაციას;
გ.ე) მონაწილეობს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმების შემუშავებასა და ამ გეგმებით გათვალისწინებული სამხედრო ღონისძიებების შესრულების მონიტორინგში;
გ.ვ) მონაწილეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან ინტეგრაციის კოორდინაციაში, ნატოსთან სამხედრო ინტეგრაციის პრიორიტეტების განსაზღვრაში და საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ნატო-საქართველოს ერთობლივ პროგრამებში მათი ასახვის უზრუნველყოფაში.”
მუხლი 2 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები