დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ივნისის N195 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 718 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110915009, 16/09/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016076 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №718
2011 წლის 15 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ივნისის №195 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ივნისის №195 ბრძანებით (სსმ III , 27.06.2005წ., № 76 მუხლი 809) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ”, „თ”, „ი” და „კ” ქვეპუნქტები:
„ზ) საქართველოს სტრატეგიული და უსაფრთხოების გარემოს შეფასება. საფრთხეთა შეფასების დოკუმენტის პერიოდულ განახლებაში მონაწილეობა;
თ) საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების შეფასება;
ი) თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული და უწყებრივი დონის დოკუმენტების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში;
კ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურებისა და მათი ფუნქციების ცვლილებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება. შეიარაღებული ძალების მზადყოფნის, მობილიზაციის დაგეგმვის, შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებების და შესაძლებლობების შეფასებაში მონაწილეობა.” .
2. მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ”, „ი”, „კ” და „ლ” ქვეპუნქტები:
,,თ) პრიორიტეტების მიხედვით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ანალიზი და შეიარაღებული ძალების ამოცანების განსაზღვრა და ჩამოყალიბება მიზნების მისაღწევად კომპეტენციის ფარგლებში;
ი) შეიარაღებული ძალების სტრატეგიული განვითარების მოთხოვნების გათვალისწინებით გრძელვადიანი, საშუალოვადიანი, მოკლევადიანი რეკომენდაციების და სამოქმედო გეგმების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
კ) სამოქმედო გეგმების შექმნა სამოქალაქო ინსტიტუტებთან თანამშრომლობისათვის და ნატოს სტანდარტებთან თავსებადი სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დოქტრინების განვითარება;
ლ) ქვეყნის გარეთ მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური მოვლენების ანალიზი, რომელიც უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოებას და არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რეკომენდაციების მიწოდება შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობისათვის.” .
3. მე-9 პუნქტს დაემატოს „ე” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ე) სამხედრო დაგეგმვის სამმართველო.”
4. მე-11 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „დ”, „ე” და „ვ” ქვეპუნქტები.
5. მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ” ქვეპუნქტი:
„თ) შეიარაღებული ძალების სტრატეგიული განვითარების მოთხოვნების გათვალისწინებით გრძელვადიანი, საშუალოვადიანი, მოკლევადიანი რეკომენდაციების და სამოქმედო გეგმების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა.”.
6. 112 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე”, „ვ” და „ზ” ქვეპუნქტები:
„ე ) თავდაცვის სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტის პროექტის მომზადების კოორდინირება;
ვ ) ბიუჯეტის ხარჯვის პერიოდული ანალიზი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ზ ) ეროვნული თავდაცვის პროგრამებისა და გეგმების განვითარებისა და შესრულების კოორდინირება.” .
7. დაემატოს 113 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„113. სამხედრო დაგეგმვის სამმართველოს ფუნქციებია:
,,ა) სამხედრო-პოლიტიკური საფრთხეების კლასიფიკაციას რისკის დონეების მიხედვით, და სცენარების შემუშავება მათი შესაძლო განვითარების ვერსიებზე ;
ბ) სამხედრო-სტრატეგიული დონის დოქტრინებისა და კონცეფციების განვითარების პროგრამების მომზადება ;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეიარაღებული ძალების შესაძლებლობათა შეფასების და სამომავლო სტრუქტურების განვითარების პრ ოცესში მონაწილეობა ;
დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურებისა და მათი ფუნქციების ცვლილებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება. შეიარაღებული ძალების მზადყოფნის, მობილიზაციის დაგეგმვის, შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებების და შესაძლებლობების შეფასებაში მონაწილეობა ;
ე) სამოქმედო გეგმების შექმნა სამოქალაქო ინსტიტუტებთან თანამშრომლობისათვის და ნატოს სტანდარტებთან თავსებადი სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დოქტრინების განვითარება;
ვ) ქვეყნის გარეთ მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური მოვლენების ანალიზი, რომელიც უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოებას და არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რეკომენდაციების მიწოდება შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობისათვის.” .
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ . ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები