დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110915005, 19/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.138.016043 |
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2011 წლის 14 სექტემბერი
ქ. ახალციხე
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ “ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №21 დადგენილებაში (სსმ V, №3, 30.07.2010 წ., მუხ.29) და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის:
1. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) სახნძრო-სამაშველო სამსახური“.
2. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სახანძრო სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვის და საავარიო-სამაშველო საქმიანობის განხორციელების უზრუნვეყოფა. ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაცია“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. გიქოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები