„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/ სარგებლობით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 110
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი 14/09/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110914008, 19/09/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 30/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.160.016093
  • Word
110
14/09/2011
ვებგვერდი, 110914008, 19/09/2011
040110030.35.160.016093
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/ სარგებლობით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო

დადგენილება №110

2011 წლის 14 სექტემბერი

. რუსთავი

 „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/ სარგებლობით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/ სარგებლობით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №21 დადგენილებით (სსმ, №26, 17/09/2010 წ.) დამტკიცებული წესის მე-4 და მე-6 მუხლებში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ბ)     უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას/ბეს, რომელსაც განსაზღვრავს თვითმმართველობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბე საფასურის გადახდა უნდა მოხდეს გამყიდველის/მესაკუთრის მიერ მითითებულ ანგარიშზე).“

2. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს თვითმმართველობის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ 7 და არა უმეტეს 30 კალენდარულ დღეს. თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ადგენს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს.“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი              . ბარათაშვილი