შპს „სადაზღვევო კომპანია ვესტისათვის“ დაზღვევის (არასიცოცხლის) საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მის მიმართ გაკოტრების საქმისწარმოების პროცესის დაწყების თაობაზე

  • Word
შპს „სადაზღვევო კომპანია ვესტისათვის“ დაზღვევის (არასიცოცხლის) საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მის მიმართ გაკოტრების საქმისწარმოების პროცესის დაწყების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 688
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 14/09/2011
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110914003, 16/09/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
688
14/09/2011
ვებგვერდი, 110914003, 16/09/2011
შპს „სადაზღვევო კომპანია ვესტისათვის“ დაზღვევის (არასიცოცხლის) საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მის მიმართ გაკოტრების საქმისწარმოების პროცესის დაწყების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

 საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №688

2011 წლის 14 სექტემბერი     

. თბილისი     

შპს „სადაზღვევო კომპანია ვესტისათვის“ დაზღვევის (არასიცოცხლის) საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მის მიმართ გაკოტრების საქმისწარმოების პროცესის დაწყების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 51-ე მუხლის „ა“,
„ი“ და „კ“ ქვეპუნქტების, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის    334-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესისა“ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. შპს „სადაზღვევო კომპანია ვესტს“ გაუუქმდეს დაზღვევის (არასიცოცხლის) საქმიანობის ლიცენზია (№010/2).

2. დაიწყოს შპს „სადაზღვევო კომპანია ვესტის“ გაკოტრების საქმისწარმოება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესისა“ და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. შპს „სადაზღვევო კომპანია ვესტის“ გაკოტრების მმართველად დაინიშნოს კახაბერ ვარადაშვილი (პირადი №01014000880), რომელიც ვალდებულია გაკოტრების საქმისწარმოების სამუშაოები განახორციელოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 333 და 334 მუხლებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ შესაბამისად.

4. ამ განკარგულების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში ლიცენზიის გაუქმების შესახებ ეცნობოს შპს „სადაზღვევო კომპანია ვესტის“ მარეგისტრირებელ ორგანოს. ეს ინფორმაცია გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

5. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი,  მე-12 კილომეტრი №6), მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ო. ნადარაია