დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 152/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 13/09/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110913013, 13/09/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016189 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №152/ნ
2011 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებით (ვებპორტალი, 18.03.2011) დამტკიცებულ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დაემატოს შემდეგი შინაარსის LVI1 თავი:
„თავი LVI1
„საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება”
XI კლასი
1. ზოგადი ნაწილი
ა) შესავალი
აღნიშნული საგნის სწავლება დაეხმარება მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხების გაცნობიერებაში და გამოუმუშავებს მათ ქუჩაში მოძრაობის კულტურას. საგზაო მოძრაობის წესების დაცვის მეშვეობით, მოსწავლეები შეძლებენ თავიდან აირიდონ ქუჩაში მოძრაობის დროს შესაძლო უსიამოვნო ინციდენტები, არ შეუქმნიან საფრთხეს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ჩვენს ქვეყანაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად წლის განმავლობაში საშუალოდ 1000 ადამიანი იღუპება, რამდენჯერმე მეტი ადამიანი იღებს ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებას. თუ გავითვალისწინებთ დაზარალებული ადამიანების ოჯახის წევრებისა და ახლობლების რაოდენობას, მივიღებთ რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს, ვინც მნიშვნელოვანი სტრესი განიცადა უსაფრთხო მოძრაობის ნორმების დარღვევის შედეგად; გასათვალისწინებელია აგრეთვე მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, რაც ამ შემთხვევებს ახლავს თან. საგზაო მოძრაობის წესების სრულფასოვნად გააზრება და მათი დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა აღნიშნული სამწუხარო შედეგების თავიდან ასაცილებლად.
სახლიდან გამოსვლისთანავე ადამიანი ერთვება ქუჩაში მოძრაობის პროცესში და საგზაო მოძრაობის მონაწილე ხდება. საგზაო მოძრაობის მონაწილე – ესაა პირი, რომელიც იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაში (მძღოლი, მგზავრი) ან გადაადგილდება ფეხით (ქვეითი). აქედან გამომდინარე, საგზაო მოძრაობის წესების ცოდნა სავალდებულოა ყველა ამ პირისთვის.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 17 წელს მიღწეული პირები, რომლებსაც საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი ექნებათ კურსი „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება”, მშობლების წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, დაშვებულნი იქნებიან მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდებზე და კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვებით, მიიღებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას.
ბ) საგნის სწავლების მიზანი
საგნის „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება” სწავლების მიზანია:
□ მიაწოდოს მოსწავლეს ინფორმაცია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მნიშვნელობის, მისი მარეგლამენტირებელი საერთაშორისო სამართლებრივი აქტებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების შესახებ.
მოსწავლემ უნდა იცოდეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში დამკვიდრებული ძირითადი ტერმინების განმარტება; მძღოლის, მგზავრის და ქვეითის მოვალეობანი საგზაო მოძრაობის დროს, საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მნიშვნელობა, სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე განლაგების წესი, გზაჯვარედინების გავლის რიგითობა, ქუჩაში მოძრაობის მარეგულირებლის სავალდებულო სიგნალები, დასაშვები სიჩქარის ნორმები სხვადასხვა კატეგორიის საავტომობილო გზებზე და ა.შ.
აღნიშნული კურსის შესწავლა დაეხმარება მოსწავლეს სრულფასოვნად შეაფასოს საგზაო მოძრაობის დროს არსებული პოტენციური საფრთხეები და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, თავიდან აიცილოს უსიამოვნო ინციდენტები.
გ) კურსის სწავლების ორგანიზება
სასწავლო კურსი გათვლილია 52 აკადემიურ საათზე. პირველ სემესტრში საგანი ისწავლება კვირაში ერთსაათიანი დატვირთვით, მეორე სემესტრში – ორსაათიანი დატვირთვით. კურსი გამიზნულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის.
კურსის სწავლება მიმდინარეობს შემდეგი პრინციპით: ერთი საათი ეთმობა თეორიული მასალის გაცნობას, მომდევნო საათი – პრაქტიკული სავარჯიშოების (ტესტების) შესრულებას. სასწავლო წლის ბოლოს, დრო ეთმობა მხოლოდ კომპლექსური ტესტების შესრულებას.
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით
კანონმდებლობა და სახელმწიფო პოლიტიკა | საგზაო მოძრაობის ნიშნები | მძღოლის მოვალეობები | პირველადი სამედიცინო დახმარება |
ს.ნ.XI.1. მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კონვენციების არსებობის აუცილებლობა. ს.ნ.XI.2. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ საგზაო უსაფრთხოების სფეროში. | ს.ნ.XI.3. მოსწავლეს შეუძლია საგზაო ნიშნების სხვადასხვა ჯგუფის განსხვავება და მათი მნიშვნელობის გაცნობიერება. ს.ნ.XI.4. მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს მოძრაობის წესები ჰორიზონტალური და ვერტიკალური მონიშვნების გათვალისწინებით. | ს.ნ.XI.5. მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს მძღოლის ზოგადი უფლება -მოვალეობები. ს.ნ.XI.6. მოსწავლეს შეუძლია სწორი რეაგირება სპეციალურ სიგნალებზე. ს.ნ.XI.7. მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს საგზაო მოძრაობის ძირითადი მოთხოვნები და საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევების თავიდან აცილების გზები. ს.ნ.XI.8. მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს სასწავლო სვლის, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის ძირითადი წესების მნიშვნელობა საგზაო უსაფრთხოებისთვის. ს.ნ.XI.9. მოსწავლეს შეუძლია განმარტოს დამატებითი მოთხოვნები ველოსიპედის, მოპედისა და საჭაპანო ოთხთვალის მიმართ. | ს.ნ.XI.10. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს პირველადი სამედიცინო დახმარების ძირითადი ღონისძიებები დაზარალებულის უგონო მდგომარეობაში ყოფნის, სხვადასხვა სახის ჭრილობებისა და სისხლენების, აგრეთვე რიგი ტრავმული დაზიანებების არსებობის დროს. |
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები მიმართულებების მიხედვით
მიმართულება – კანონმდებლობა და სახელმწიფო პოლიტიკა
ს.ნ. XI.1. მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კონვენციების არსებობის აუცილებლობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● მიმოიხილავს კონვენციის შემუშავების ისტორიას;
● მსჯელობს საგზაო ნიშნების უნიფიცირების აუცილებლობის შესახებ.
ს.ნ. XI.2. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს სახელმწიფოს პოლიტიკის შესახებ საგზაო უსაფრთხოების სფეროში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● ასახელებს და განმარტავს ძირითად ტერმინებს და მსჯელობს იმის თაობაზე, თუ რას არეგულირებს საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების" შესახებ;
● მიმოიხილავს კანონის ძირითად თავებს;
● მსჯელობს სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის რეგულაციის აუცილებლობის შესახებ;
● ასახელებს სხვადასხვა კატეგორიის მართვის უფლების სახეებს და შეუსაბამებს მათ სატრანსპორტო საშუალებებს;
● აცნობიერებს საგზაო უსაფრთხოების სფეროში ქუჩაში მოძრაობის მონაწილეთა ცოდნის ამაღლების მნიშვნელობას;
● თანაკლასელებთან ერთად შეიმუშავებს პროექტს მის რეგიონში/ქალაქში საგზაო შემთხვევების შესამცირებლად (მაგ., მოიძიებს მის რეგიონში /ქალაქში საგზაო შემთხვევების სტატისტიკურ ინფორმაციას, განსაზღვრავს საგზაო შემთხვევების გამომწვევ ძირითად პრობლემებს და შეიმუშავებს მისი გადაჭრის გზებს).
მიმართულება – საგზაო მოძრაობის ნიშნები
ს.ნ. XI.3. მოსწავლეს შეუძლია საგზაო ნიშნების სხვადასხვა ჯგუფის განსხვავება და მათი მნიშვნელობის გაცნობიერება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● ცნობს და განასხვავებს საგზაო ნიშნების ჯგუფებს ფერის, ფორმისა და დანიშნულების მიხედვით;
● ასახელებს კონკრეტული ვითარების შესაბამის საგზაო მოძრაობის წესებს (მაგ., განმარტავს, თუ რატომ არის წარმოდგენილი რომელიმე აკრძალვის ნიშანი ამა თუ იმ ადგილას);
● განალაგებს საგზაო ნიშნებს საგზაო მოდელზე მოძრაობის რეგულირების მიზნით.
ს.ნ. XI.4. მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს მოძრაობის წესები ჰორიზონტალური და ვერტიკალური მონიშვნების გათვალისწინებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● ცნობს და ასახელებს ჰორიზონტალური და ვერტიკალური მონიშვნების დანიშნულებას;
● ასახელებს, რა ადგილებზე არის აუცილებელი ჰორიზონტალური/ვერტიკალური მონიშვნები.
მიმართულება – მძოლის მოვალეობები
ს.ნ. XI.5. მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს მძღოლის ზოგადი უფლება-მოვალეობები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● ასახელებს დოკუმენტებს, რომლებიც თან უნდა ჰქონდეს მძღოლს მანქანის მართვისას;
● განმარტავს მძღოლის უფლება-მოვალეობებს საგზაო პოლიციასთან ურთიერთობისას (მაგ., იცის, საგზაო მოძრაობის დარღვევის შემთხვევაში რა დოკუმენტაცია უნდა წარუდგინოს პოლიციელს, როგორ უნდა გაჩერდეს პოლიციის მოთხოვნაზე, მისთ.);
● განმარტავს მძღოლის უფლება-მოვალეობებს ფეხით მოსიარულესთან ურთიერთობისას ( მაგ., რა შემთხვევებში უნდა დაუთმოს მას გზა, სხვ.);
● მსჯელობს სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვებისა და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ.
ს.ნ. XI.6. მოსწავლეს შეუძლია სწორი რეაგირება სპეციალურ სიგნალებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● ცნობს და ასახელებს სპეციალურ სიგნალებს (მაგ., სახანძრო სიგნალს, სხვ.);
● ასახელებს სწორი რეაგირების ფორმებს სპეციალურ სიგნალებზე;
● ამოიცნობს მარეგულირებლის ჟესტებს და ასახელებს მასზე რეაგირების წესებს.
ს.ნ. XI.7. მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს საგზაო მოძრაობის ძირითადი მოთხოვნები და საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევების თავიდან აცილების გზები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● ასახელებს მოძრაობის დაწყებისა და მანევრირების ძირითად წესებს;
● ასახელებს და აცნობიერებს სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების წესებს სავალ ნაწილზე;
● ასახელებს სხვადასხვა გზაზე სიჩქარის შეზღუდვებს;
● მსჯელობს საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში სათანადო აუცილებელი ზომების მიღების შესახებ;
● აფასებს კონრეტულ სიტუაციებს (მაგ., ვიდეომასალაზე ან მოდელზე აფასებს, ვინ მოძრაობს სწორად და/ან ვინ არღვევს წესებს);
● ასაბუთებს გასწრების დაწყებამდე აუცილებელი ზომებისა და გასწრებისას აკრძალული მანევრების მნიშვნელობას საგზაო უსაფრთხოებისთვის;
● ასახელებს სატრანსპორტო საშუალების დგომის/გაჩერების წესებს და აცნობიერებს მათ მნიშვნელობას საგზაო უსაფრთხოებისთვის;
● ჩამოთვლის რეგულირებად და არარეგულირებად გზაჯვარედინსა და ავტომაგისტრალზე მოძრაობის ძირითად წესებს;
● აცნობიერებს მოძრაობისას ქვეითთა ფაქტორს და სწორად ასახელებს რეაგირების წესებს;
● ჩამოთვლის დასახლებულ და დაუსახლებელ პუნქტებში ხმოვანი სიგნალების გამოყენების ძირითად წესებს და მოძრაობის ძირითად პრინციპებს;
● ჩამოთვლის არასაკმარისი ხილვადობის, დღე-ღამის ნათელ და ბნელ დროს საგზაო სანათების გამოყენების ძირითად წესებს;
● მსჯელობს რკინიგზის გადასასვლელზე გადასვლის წესების მნიშვნელობის შესახებ;
● ასაბუთებს ბუქსირების აკრძალვის წესების მნიშვნელობას.
ს.ნ. XI.8. მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს სასწავლო სვლის, მგზავრთა გადაყვანის და ტვირთის გადაზიდვის ძირითადი წესების მნიშვნელობა საგზაო უსაფრთხოებისთვის.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● ასახელებს, სად არის ნებადართული სასწავლო სვლა;
● მსჯელობს ოსტატისთვის აუცილებელი მოთხოვნების შესახებ;
● მოსწავლე მსჯელობს C და D კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლის ძირითად უფლებებზე;
● მოსწავლე ასახელებს C და D კატეგორიის მძღოლის მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე დასაშვებ პირობებს ( მაგ., ასაკობრივ შეზღუდვებს, სხვ.);
● მოსწავლე ჩამოთვლის და მსჯელობს მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვის წესებსა და აკრძალვებზე.
ს.ნ. XI.9. მოსწავლეს შეუძლია განმარტოს დამატებითი მოთხოვნები ველოსიპედის, მოპედის და საჭაპანო ოთხთვალის მიმართ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● ჩამოთვლის ველოსიპედის, მოპედის და საჭაპანო ოთხთვალის გადაადგილების წესებსა და აკრძალვებს;
● ადარებს ამ წესებს მსუბუქი ავტომობილით მოძრაობის წესებს.
მიმართულება – პირველადი სამედიცინო დახმარება
ს.ნ. XI.10. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ღონისძიებები დაზარალებულის უგონო მდგომარეობაში ყოფნის, სხვადასხვა სახის ჭრილობებისა და სისხლდენების არსებობის, აგრეთვე რიგი ტრავმული დაზიანებების დროს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● ასახელებს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელ ღონისძიებებს;
● ჩამოთვლის დაშავებულის მდგომარეობის სწრაფი შეფასების ეტაპებს;
● მსჯელობს დაშავებულის გადაყვანის ძირითადი ხერხების შესახებ და თანაკლასელებთან ერთად ახდენს მათ დემონსტრირებას;
● ჩამოთვლის შოკური მდგომარეობის ძირითად გარეგნულ ნიშნებს;
● ჩამოთვლის ქალა-ტრავმის ძირითად სახეებს და მათ ნიშნებს;
● ჩამოთვლის სისხლდენის შემთხვევაში ლახტის დადების ძირითად წესებს და თანაკლასელებთან ერთად ახდენს მოდელზე მათ სიმულაციას;
● ასახელებს ღია და დახურული მოტეხილობების სიმპტომებს და მსჯელობს განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
მიმართულება – ავტომობილის აგებულება
ს.ნ. XI.11. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს მანქანის აგებულება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● ჩამოთვლის მანქანაში არსებულ სისტემებს;
● აყალიბებს რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინებაც უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო მართვას.
პროგრამის შინაარსი
საქართველოს კანონი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ.
● საგზაო ნიშნებისა და საგზაო მოძრაობის წესების წარმოშობის ისტორია;
● საერთაშორისო კონვენციები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე; |
● ავტომანქანის აგებულება; |
● საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ და მასში გამოყენებული ტერმინები;
|
● სახელმწიფოს პოლიტიკა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნები;
|
● საგზაო ნიშნები და მათი დახასიათება;
|
● გამაფრთხილებელი ნიშნები; |
● საგზაო ნიშნები და მათი დახასიათება – პრიორიტეტის ნიშნები, ამკრძალავი ნიშნები; |
● საგზაო ნიშნები და მათი დახასიათება – მიმთითებელი ნიშნები; |
● საგზაო ნიშნები და მათი დახასიათება – საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები; |
● საგზაო ნიშნები და მათი დახასიათება – საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები; |
● საგზაო ნიშნები და მათი დახასიათება – სერვისის ნიშნები; |
● საგზაო ნიშნები და მათი დახასიათება – დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები); |
● საგზაო მონიშვნები – ჰორიზონტალური მონიშვნები; |
● საგზაო მონიშვნები – ვერტიკალური მონიშვნები; |
● საგზაო მოძრაობის წესები – მძღოლის ზოგადი მოვალეობები;
● სატრანსპორტო საშუალებათა საექსპლუატაციოდ დაშვება;
● თანამდებობის პირთა ვალდებულებები;
|
● სატრანსპორტო საშუალებებზე დასამაგრებელი საცნობი ნიშნები;
|
● სპეციალური სიგნალების გამოყენება;
● ქვეითისა და მგზავრის მოვალეობები;
|
● შუქნიშნისა და მარეგულირებლის სიგნალები;
● საავარიო შუქური სიგნალიზაცია;
|
● მოძრაობის დაწყება, მანევრირება;
● სატრანსპორტო საშუალების განლაგება სავალ ნაწილზე;
● მოძრაობის სიჩქარე;
|
● გასწრება, შემხვედრის გვერდის აქცევა;
● სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა;
|
● გზაჯვარედინის გავლა;
● ქვეითთა გადასასვლელი და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება;
● მოძრაობა რკინიგზის ლიანდაგზე;
● მოძრაობა ავტომაგისტრალზე. მოძრაობა საცხოვრებელ ზონაში;
● სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებათა პრიორიტეტი;
|
● გარე სანათი ხელსაწყოებითა და ხმოვანი სიგნალებით სარგებლობა;
● ბუქსირება;
|
● სასწავლო სვლა;
● მგზავრთა გადაყვანა;
● ტვირთის გადაზიდვა;
● დამატებითი მოთხოვნები ველოსიპედის, მოპედის, საჭაპანო ოთხთვალის მოძრაობისა და პირუტყვის გადარეკვის მიმართ;
|
● რეკომენდაციები დაზარალებულისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პროცედურებთან დაკავშირებით. ”. |
2. LVII თავის პუნქტი ,,საათობრივი ბადე ქართულენოვანი და არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო-საშუალო საფეხურებისათვის” ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საათობრივი ბადე ქართულენოვანი და არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო-საშუალო საფეხურებისათვის
კლასი |
| VII | VIII | IX |
| X | XI | XII | |
პროგრამული | აბიტური | ||||||||
ქართული ენა და ლიტერატურა |
| 5 | 5 | 5 |
| 5 | 5 | 4 | 1 |
ქართული, როგორც მეორე ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორები-სათვის) |
| 5 | 5 | 5 |
| 5 | 5 | 4 | 1 |
მშობლიური ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორები-სათვის) |
| 5 | 5 | 5 |
| 4-5 | 4-5 | 4 |
|
მათემატიკა |
| 4 | 4 | 4 |
| 5 | 5 | 3 | 1 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
პირველი უცხოური ენა |
| 3 | 3 | 3 |
| 2-3 | 2-3 | 2 | 1
|
მეორე უცხოური ენა (ქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორები-სათვის) |
| 4 | 4 | 4 |
| 2-3 | 2-3 | 2 | |
მეორე უცხოური ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორები-სათვის)
|
| 0-3 | 0-3 | 0-3 |
| 0-2 | 0-2 | 0-2 | |
საქართველოს და მსოფლიო ისტორია |
| 3 | 3 | 4 |
| 2 | 3 | 2 | 1 |
გეოგრაფია |
| 2 | 2/1 | 2 |
| 2 | 3 |
| 1 |
სამოქალაქო განათლება |
|
|
| 2 |
| 4/0 |
|
|
|
ბიოლოგია |
| 3 | 2 | 2 |
| 2 |
|
| 2 |
ფიზიკა |
|
| 2 | 2 |
| 2 | 3 |
| 2 |
ქიმია |
|
|
| 2 |
| 2 | 3 | 1 | 1 |
სპორტი |
| 2 | 2 | 2 |
| 2 | 1,5 | 1 |
|
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება |
| 2 | 3/0 | 0/3 |
| 0/2 |
|
|
|
მუსიკა |
| 2 | 0/3 | 3/0 |
| 0/2 |
|
|
|
სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება |
|
| 0/1 |
|
|
|
| 1/0 |
|
საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება |
|
|
|
|
|
| 1,5 |
|
|
არჩევითი საგნები |
| ||||||||
არჩევითი საგანი (ბიოლოგია ფიზიკა, ქიმია) |
|
|
|
|
|
|
| ||
არჩევითი საგანი (გლობალური პრობლემების გეოგრაფია) |
|
|
|
|
|
| |||
არჩევითი საგანი (ეკონომიკა, სახელმწიფო და მოქალაქეობა, სამართალი) |
|
|
|
|
2
და
2 |
2
| |||
არჩევითი საგანი (მუსიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – პრაქტიკული კურსი, ხელოვნების ისტორია – თეორიული კურსი, ხაზვა, თეატრალური ხელოვნება, მსოფლიოს კულტურა) |
|
|
|
| |||||
სავალდებულო საათების რაოდენობა კვირაში (ქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორები-სათვის) |
| 30 | 30 | 35 |
| 31 | 34 | 28 I სემესტრი
27 II სემესტრი | |
სავალდებულო საათების რაოდენობა კვირაში (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორები-სათვის |
| 31-34 | 31-34 | 36-39 |
| 33-36 | 35-39 | 30-32 I სემესტრი
29-31 II სემესტრი |
ცხრილის განმარტებები:
ჩანაწერი 2/1 ნიშნავს – საგანი პირველ სემესტრში ისწავლება ორსაათიანი დატვირთვით, მეორე სემესტრში – ერთსაათიანი დატვირთვით.
მე-8 კლასში სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება ისწავლება II სემესტრში 12 საათი.
მე-8 კლასში გეოგრაფია ისწავლება I სემესტრი – კვირაში 2 საათი, II სემესტრი – კვირაში 1 საათი 12 კვირის მანძილზე, კვირაში 2 საათი 7 კვირის მანძილზე.
მე-8 კლასში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ისწავლება მხოლოდ I სემესტრში კვირაში 3 საათი, მუსიკა კი – II სემესტრში კვირაში 3 საათი.
მე-9 კლასში მუსიკა ისწავლება I სემესტრში კვირაში 3 საათი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება კი II სემესტრში კვირაში 3 საათი.
მე-10 კლასში მუსიკა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ისწავლება II სემესტრში თითოეული კვირაში 2 საათი.
მე-10 კლასში სამოქალაქო განათლება ისწავლება I სემესტრში – კვირაში 4 საათი.
მე-11 კლასში საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება ისწავლება I სემესტრში – კვირაში 1 საათი, ხოლო II სემესტრში – კვირაში 2 საათი.
მე-11 კლასში სპორტი ისწავლება I სემესტრში – კვირაში 2 საათი, ხოლო II სემესტრში – კვირაში 1 საათი.
მე-12 კლასში სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება ისწავლება I სემესტრში 14 საათი.
არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის მეორე უცხოური ენის სწავლება არ არის სავალდებულო. ორი რიცხვის მითითება (0-3 / 0-2) გულისხმობს, რომ მათ შეუძლიათ:
ა) ან გააუქმონ მეორე უცხოური ენის სწავლება საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე;
ბ) ან დაუთმონ მხოლოდ 1 ან 2 საათი საბაზო საფეხურზე, ხოლო საშუალო საფეხურზე – მხოლოდ 1 საათი;
გ) ან სრული დატვირთვით ასწავლონ მეორე უცხოური ენა (3 საათი – საბაზო საფეხურზე, 2 საათი – საშუალო საფეხურზე);
საშუალო საფეხურზე სკოლა თვითონ ირჩევს, რომელ უცხოურ ენას მიაკუთვნოს კვირაში 2 და რომელს – 3 საათი. შესაბამისად, მე-12 კლასში საატესტატო გამოცდებისათვის მოსამზადებლად აბიტურის 1 საათი გამოიყოფა იმ ენაში, რომელსაც მოსწავლე აბარებს.
არჩევითი საგნებიდან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ჯგუფის (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) საგნები და გლობალური პრობლემების გეოგრაფია ისწავლება მხოლოდ მე-12 კლასში. დანარჩენი საგნების არჩევა შესაძლებელია როგორც მე-11, ისე მე-12 კლასებში.”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
დოკუმენტის კომენტარები