დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 6 სექტემბრის №494 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 512 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 13/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110913012, 13/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.08.002.016316 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №512
2011 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 6 სექტემბრის №494 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 6 სექტემბრის №494 ბრძანებულების (სსმ, ვებგვერდი, 110907028, 07/09/2011) მე-3 პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება.“;
ბ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვა: „ჯგუფი“ შეიცვალოს სიტყვით: „განყოფილება“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები