დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 129-უ.ს.შ.ს. |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 06/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110913008, 14/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს წარედგინოს საქართველოს კანონის პროექტი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე.
2. წარდგენილ კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ასმათ დიასამიძე.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მ. მახარაძე
ქობულეთი,
2011 წლის 6 სექტემბერი.
№129 – უ.ს.შ.ს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები