დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს N10/4 დადგენილებაში „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11/6 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110912016, 16/09/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080000.35.157.016059 |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11/6
2011 წლის 9 სექტემბერი
ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს №10/4 დადგენილებაში „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს №10/4 დადგენილების (სსმ V, №61, 09.12.2010წ., მუხ.1853) პრეამბულაში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 და 27-ე ნაწილების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების თანახმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.
2. შეტანილ იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს №10/4 დადგენილების (სსმ V, №61, 09.12.2010წ., მუხ.1853) მე-8 მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოთ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სპეციალისტებს“.
3. შეტანილ იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს №10/4 დადგენილების (სსმ V, №61, 09.12.2010წ., მუხ.1853) მე-9 მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. კონტროლი აღნიშნული დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიებს.“
4. შეტანილ იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს №10/4 დადგენილების (სსმ V, №61, 09.12.2010 წ., მუხ.1853) №1 დანართით დამტკიცებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ფორმაში და მასში განთავსდეს დამცავი ნიშანი _ მცირე სახელმწიფო გერბი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გერბი.
5. შეტანილ იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს №10/4 დადგენილებით (სსმ V, №61, 09.12.2010 წ., მუხ.1853) დამტკიცებულ მე-2 დანართის პირველ მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
ეს წესი განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების წესის სამართლებრივ მექანიზმებს.“.
6. შეტანილ იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს №10/4 დადგენილებით (სსმ V, №61, 09.12.2010 წ., მუხ.1853) დამტკიცებულ მე-2 დანართის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სამართალდამრღვევის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის №, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი , სამუშაო ადგილი , პირადი № და მისამართი;“.
7. შეტანილი იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს №10/4 დადგენილებით (სსმ V, №61, 09.12.2010 წ., მუხ.1853) დამტკიცებულ მე-2 დანართის მე-4 მუხლის პირველ პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები თავის მხრივ ვალდებულნი არიან სამართალდარღვევის ოქმის ფორმების გაცემა აღრიცხონ ზონარგაყრილ, ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.“.
8. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს №10/4 დადგენილებით (სსმ V, №61, 09.12.2010 წ., მუხ.1853) დამტკიცებული მე-2 დანართის მე-4 და მე-5 მუხლებს ჩამოცილდეს სათაურები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4“; „მუხლი 5“.
9. შეტანილ იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს №10/4 დადგენილებით (სსმ V, №61, 09.12.2010 წ., მუხ.1853) დამტკიცებულ მე-5 დანართის მე-2 მუხლის პირველ პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მზადდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – სამართალსუბიექტი) შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად“.
10. შეტანილ იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს №10/4 დადგენილებით (სსმ V, №61, 09.12.2010 წ., მუხ.1853) დამტკიცებულ მე-5 დანართის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამცავ ნიშნად გამოყენებულ იქნეს ოქმის ზედა მარცხენა კუთხეში განთავსებული მცირე სახელმწიფო გერბი, ზედა მარჯვენა კუთხეში განთავსებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გერბი და მუნიციპალიტეტის დროშა მკრთალ ფერში, გამოსახული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბლანკის მთლიან ფონზე.“
11. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მესტვირიშვილი
დანართი №1
|
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 1. ------------------------------------------------------------ 2. ------------------------- შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) შედგენის ადგილი 3. ---------------------------------------------------------------------------------------------------- ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი 4. დამრღვევი: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის № ------------------------ ბ) სახელი------------------------------- გ) გვარი -------------------------- დ) დაბადების თარიღი ---------------------------------- ე) სამუშაო ადგილი --------------------------------------------- ვ) პირადი №------------------------------------------------------------------- ზ) მისამართი ---------------------------------------------------------------------- 5. სამართალდარღვევის ადგილი, დრო და არსი: ---------------------------------------------------------- 6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი ------------------------ ნაწილი ------- ქვეპუნქტი----------------------- 7. მოწმის სახელი, გვარი და მისამართი --------------------------------------------------------------------- 8. დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი --------------------------------------------------------- 9. ოქმს თან ერთვის ---------------------------------------------------------------------------------------------- მოწმე:---------------------------------------------------------------------------------------------- დაზარალებული: --------------------------------------------- ხელმოწერა ხელმოწერა ოქმის შემდგენელი: ----------------------------------------------------------------- სამართალდამრღვევი: ხელმოწერა ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა
|
ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს დედაენაზე; თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები