დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 აგვისტოს N9/5 დადგენილებაში, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების დაწესებისა და მისი მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11/5 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110912015, 16/09/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010330000.35.157.016058 |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №11/5
2011 წლის 9 სექტემბერი
ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 აგვისტოს №9/5 დადგენილებაში „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების დაწესებისა და მისი მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 აგვისტოს №9/5 დადგენილებას „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების დაწესებისა და მისი მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ დაემატოს 21 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. დამტკიცდეს „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ დიპლომისა და მოწმობის ფორმები (დანართი №2).“.
2. შეტანილი იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 აგვისტოს №9/5 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, 110803018, 09/08/2011) დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ“ დებულების (დანართი №1) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ბიოგრაფიული ცნობები;“.
3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 აგვისტოს №9/5 დადგენილებას „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების დაწესებისა და მისი მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ დაემატოს დანართი №2.
4. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მესტვირიშვილი
„დანართი №2
1. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ დიპლომის ფორმა
,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის” დიპლომი ჩასმულია ყდაში, რომლის წინა მხარეს ამოტვიფრულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გერბი, ხოლო შიგნით ჩადებულია მუნიციპალიტეტის დროშის ფონზე შუაზე გადაკეცილი A4 ტიპის ფორმატი, რომლის მარცხენა მხარეს დატანილია ქართული, ხოლო მარჯვენა მხარეს ინგლისური ტექსტი
|
დიპლომი ------------------------------------------------ სახელი, გვარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ------ წლის ------ ------------------- №---- განკარგულებით მიენიჭა ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდება.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
_________________ (ხელმოწერა)
|
DIPLOMA Tetritskaro Municipality City Council (Resolution --) is granting Honorary Title of Tetritskaro Citizen.
Tetritskaro Municipality City Council Chairman ______________ (Signature)
|
2. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობის ფორმა
,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის” მოწმობა წარმოადგენს ყდაში ჩასმულ შუაზე გადაკეცილ ფორმატს, რომლის წინა მხარეს, ამოტვიფრულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გერბი, ხოლო შიგნით, მარცხენა მხარეს ცენტრში დატანილია წარწერა „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე“, ქვემოთ განთავსებულია ფოტოსურათი, ხოლო მარჯვენა მხარეს ტექსტი ქართულ ენაზე
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე
ფოტო
|
მოწმობა ------------------------------------------------ სახელი, გვარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს------ წლის ------ ------------------- №---- განკარგულებით მიენიჭა ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდება.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
----------------------------- (ხელმოწერა)
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები