„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2010 წლის 21 დეკემბრის N181 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2010 წლის 21 დეკემბრის N181 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 247
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი 06/09/2011
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110912007, 15/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 040110030.33.058.016019
  • Word
247
06/09/2011
ვებგვერდი, 110912007, 15/09/2011
040110030.33.058.016019
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2010 წლის 21 დეკემბრის N181 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის

ბრძანება №247

2011 წლის 6 სექტემბერი

ქ. ბათუმი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2010 წლის 21 დეკემბრის №181 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი1. „აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლი­კის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2010 წლის 21 დეკემბრის №181 ბრძანებაში (სსმ III, 24.12.2010, №168  მუხ. 2420) და ამ ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.  ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის №607 ბრძანება.“.

2. დებულების:

ა) პირველი მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს, რომ უძრავი ქონების შემძენმა  ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას ქონების შემძენი ნასყიდობის საფასურს იხდის ხელშეკრულების გაფორმებიდან მთავრობის თავმჯდომარის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიმართ შესაძლო ზიანის თავიდან აცილებისათვის, სასამართლო ან საარბიტრაჟო სამართალწარმოების თავიდან აცილებისათვის ან/და დასრულებისათვის ან განსაკუთრებულ შემთხვევებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ინტერესებიდან გამომდინარე, მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია ქონების შემძენის მიერ უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის გადახდისათვის დააწესოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილზე უფრო მეტი ვადა, მაგრამ არა უმეტეს 5 წლისა.“.

5. პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით უძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულების (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის) წარმოშობის საფუძველია. ვალდებულების არსებობისას ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო 5 სამუშაო დღეში გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობით დადასტურებას, რომელიც საჯარო რეესტრში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია. წილებისა და აქციების პრივატიზებისას მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. თუ მყიდველის მიერ საპრივატიზებო საფასური არ არის ან სრულად არ არის გადახდილი, შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლებასთან ერთად უნდა დარეგისტრირდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება.“.

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ბოლქვაძე