განჩინება შპს "ბმპ-ჯორჯია"-ს კრედიტორთა პირველი კრების მოწვევის შესახებ

  • Word
განჩინება შპს "ბმპ-ჯორჯია"-ს კრედიტორთა პირველი კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 06/09/2011
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110912005, 13/09/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
06/09/2011
ვებგვერდი, 110912005, 13/09/2011
განჩინება შპს "ბმპ-ჯორჯია"-ს კრედიტორთა პირველი კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

 გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 საქართველოს სახელით

  კრედიტორთა პირველი კრების მოწვევის შესახებ

2011 წლის 6 სექტემბერი                        

 ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ბმპ-ჯორჯიას (ს/კ 211393428) გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმესთან დაკავშირებით კრედიტორთა პირველი კრების მოწვევის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2011 წლის 15 ივნისიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია შპს ბმპ-ჯორჯიასმიმართ წარმოებული გაკოტრების საქმე. დღემდე კრედიტორთა პირველი კრება არ შემდგარა. კრედიტორთა პირველი კრება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ასეთ კრებაზე განიხილება თითოეული კრედიტორის მოთხოვნა, მოწმდება მისი მოცულობა და მიიღება გადაწყვეტილება მოთხოვნის აღიარების ან უარყოფის თაობაზე. ამასთან, პირველი კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულია მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების მოსმენა და ანალიზი. კრედიტორთა პირველი კრებაზე კრედიტორებმა უნდა გადაწყვიტონ გაკოტრების მმართველის არჩევის საკითხი (იხ. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-14, მე-15-ე და მე-16 პუნქტები, 29-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები). ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს კრედიტორთა პირველი კრების მოწვევის საფუძველი.

სასამართლომ იხელმძღვანელა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე და 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ბმპ-ჯორჯიას (ს/კ 211393428) კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნს 2011 წლის 21 სექტემბერს, 11 (თერთმეტი) საათსა და 30 (ოცდაათი) წუთზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, 6, სხდომის დარბაზი 23).

2. კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგია: ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების მოსმენა და ანალიზი (განხილვა); ბ) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება;                    გ) გაკოტრების მმართველის არჩევა.

3. კრედიტორთა პირველი კრების ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა დაევალოს შპს ბმპ-ჯორჯიას მეურვე დავით ნადიბაიძეს (პ/ნ 01021000407). ის ვალდებულია კრების თაობაზე წერილობითი ფორმით აცნობოს მოვალეს და უკლებლივ ყველა კრედიტორს. ამასთან, მეურვე ვალდებულია უზრუნველყოს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”-ში გამოქვეყნება არა უგვიანეს 2011 წლის 16 სექტემბრისა.

4. სასამართლო დაფაზე განჩინების დაუყოვნებლივი გამოქვეყნება უზრუნველყოს მოსამართლის თანაშემწე მაია დარსალიამ.

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე                     . სისვაძე