დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110912004, 13/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.138.016039 |
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2011 წლის 5 სექტემბერი
ქ. ახალციხე
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს №21 დადგენილებაში (სსმ, ვებპორტალი, 16.08.2011 წ.).
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლში სიტყვა „მერია“ შეიცვალოს სიტყვით „გამგეობა“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„მუხლი 4. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
მუნიციპალიტეტის გამგეობა ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს განკარგულების ან/და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს, როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დარიცხვასთან ერთად.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. გიქოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები