„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 341
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110909011, 09/09/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 17/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.016501
  • Word
341
07/09/2011
ვებგვერდი, 110909011, 09/09/2011
010240030.10.003.016501
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 341

2011 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის37 დადგენილებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქარ­თვე­ლოს გა­ნათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებუ­ლე­ბის დამ­ტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის 37 დად­გენილებაში (სსმ, 2004 წ., მუხ. 460) შეტანილ იქნეს ცვლილება და დად­გენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების 41 მუხლის:

1. მე-7 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-9 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

 „ნ) დეპარტამენტის ამოცანათა ფარგლებში მიმდინარე საჯარო მოხელეთა გადამზადებისა და უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათ­ლებლო დაწესებულებების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის და­ფინანსების პროგრამების განხორციელების, მათი ორგანიზაციუ­ლი და ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინაცია. ამ პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ სტიპენდიატებთან მუდმივი კავშირი და მათი სასწავლო პროცესის მონიტორინგი. დაფინანსებული სტუდენ­ტების შესახებ ინფორმაციის მომზადება. ასევე საქართველოს უმაღ­ლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ უმაღ­ლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეების სრული ან ნა­წილობრივი დაფინანსება;“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                 ნ. გილაური