„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 340
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110909010, 09/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 290160000.10.003.016500
  • Word
340
07/09/2011
ვებგვერდი, 110909010, 09/09/2011
290160000.10.003.016500
„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 340

2011 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

 სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1.ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 1798) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ:

1. დადგენილების პირველი მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების დარიგების წესი (დანართი 5);“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“:

ა) მე2 მუხლის:

.ა) მე2 პუნქტ„ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის 34 პუნქტის ა–დ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები;“;

ა.ბ) მე2 პუნქტს დაემატოს შემდგი შინაარსის ქვეპუნქტი:

ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული სიის შესაბამისად.;

) მე4 მუხლის:

ბ.ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ა.თ“ ქვეპუნქტი:

„ა.თ) „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარებისათვის – თვით ბენეფიციარი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი.“;

ბ.ბ) მე‑2 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ.ზ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ბენეფიციართათვის – კომპეტენტური ორგანოს მიერ მოწოდებული სიით გათვალისწინებული მისამართი;“;

ბ.გ) მე2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

დ) ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი (შემდგომში – პოლისი) – მოწმობა დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მზღვეველის, დამზღვევის, დაზღვეულის შესახებ და დაზღვევის პირობების და ხელშეკრულების მხარეთა უფლებამოვალეობების ზოგად ჩამონათვალს. პოლისის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო სადაზღვევო ორგანიზაციასთან შეთანხმებით.“;

) მე5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

21. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები, სადაზღვევო ვაუჩერის საფუძველზე, სადაზღვევო ხელშეკრულებას აფორმებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კონკურსში გამარჯვებულ მზღვეველთან.“;

) მე7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

31. ვაუჩერის პირობების მე2 მუხლის მე2 პუნქტით განსაზღვრულ იმ ბენეფიცირებს, რომლებთან შეხვედრა და პოლისის გადაცემა ვერ მოხერხდა სადაზღვევო პერიოდის პირველ თვეში მათივე მიზეზით, რის გამოც გაუუქმდათ პოლისი, სააგენტოში განცხადებით მმართვისა და სრულყოფილი მონაცემების წარდგენის (დადგენის) შემთხვევაში დაზღვევის პერიოდი და, შესაბამისად, სადაზღვევო პრემიის გადახდა დაეწყებათ მმართვის თვის პირველი რიცხვიდან, გარდა ამ მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

32. ვაუჩერის პირობების მე2 მუხლის მე‑2 პუნქტის “ და 1 ქვეპუნქტებით განსაზღვრულ იმ ოჯახებს, რომლებთან შეხვედრა და პოლისის გადაცემა ვერ მოხერხდა მათივე მიზეზით, რის გამოც შეუწყდათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია და გაუქმდათ დაზღვევაზე უფლება, სააგენტოში განცხადებით მმართვისა და ამ უფლების ხელახალი დადასტურების შემთხვევაში სადაზღვევო პერიოდი დაეწყებათ საერთო წესით, ვაუჩერის პირობების 2 დანართის შესაბამისად.;

) მე8 მუხლის მე4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს თითოეული დამზღვევისათვის/დაზღვეულისათვის სადაზღვევო პოლისის გადაცემა სააგენტოს მეშვეობით, რისთვისაც შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე უნაზღაურებს სააგენტოს გაწეული მომსახურების ღირებულებას. თითოეული დამზღვევისათვის სადაზღვევო პოლის(ებ)ის გადაცემის მომსახურების ღირებულება შეადგენს 3 (სამი) ლარს. სააგენტოს მიერ პოლისის გადაცემის მომსახურებასთან დაკავშირებული ანაზღაურება, როგორც კანონმდებლობით ნებადართული შემოსავალი, ირიცხება სააგენტოს მიერ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ ანგარიშზე და გამოიყენება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად. სადაზღვევო კომპანიისაგან მიღებული ანაზღაურების სანაცვლოდ სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს დამზღვევისათვის/დაზღვეულისათვის პოლის(ებ)ის გადაცემის ღონისძიებები მესამე პირთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად,  გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.

3. №2 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე‑9 პუნქტი:

„9.

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები

 

კომპეტენტური ორგანოს მხრიდან ბენეფიციარების შესახებ სააგენტოში სიის წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან,

მაგრამ არა უადრეს 2011 წლის 1 ნოემბრიდან.“.

 

 

 

 

4. 5 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ამ დადგენილების ამოქმედების დღისათვის დაურიგებელი ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების დამზღვევისათვის/დაზღვეულისათვის გადაცემის ღონისძიებები გაგრძელდეს ამ დადგენილების ამოქმედებამდე დადგენილი პირობებით, ხოლო იმ ბენეფიციარების მიმართ, რომელთაც სადაზღვევო პერიოდი დაეწყოთ 2011 წლის 1 ივნისამდე, მაგრამ სადაზღვევო ორგანიზაციისაგან ან სააგენტოსაგან დამოუკიდებელი მიზეზით 2011 წლის სექტემბრის ჩათვლით ვერ მოხერხდა სადაზღვევო პოლისის ჩაბარება, 2011 წლის ოქტომბრიდან გაუქმდეს დაზღვევის უფლება და, შესაბამისად, სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება.

 მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                               ნ. გილაური

 

 

„დანართი 5

ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების დარიგების წესი

სადაზღვევო პოლისების დარიგების წესი

 

1. დასაზღვევი პირების სიების ფორმირების წყაროს წარმოა­დ­გენს დადგენილებით გათვალისწინებული კომპეტენტური ორგანო­ე­ბი.

2. კომპეტენტური ორგანოებიდან სიების მიწოდება ხორცი­ელ­დე­ბა როგორც წერილობით, ისე სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ელ­ექ­ტრონული ფორმატით, არა უგვიანეს ყოველი თვის პირველი სა­მუ­შაო დღისა. ამ ვადის ან მოთხოვნილი ფორმატის დარღვევით სა­ა­გენ­ტოში სიის წარდგენის შემთხვევაში შესაბამისი მასალა უბრუნ­დე­ბა წარმდგენს განხილვისა და დამუშავების გარეშე.

3. სააგენტო უზრუნველყოფს:

ა) მიღებული მონაცემების დამუშავებასა და დახარისხებას სა­და­ზ­ღვევო ორგანიზაციების მიხედვით;

ბ) ბენეფიციარების მონაცემთა სისტემატიზაციას საცხოვ­რე­ბე­ლი ადგილის (ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „გ1“, „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბენეფიცია­რე­ბი­სათვის) ან  ბენეფიციარების მიხედვით (ვაუჩერის პირობების მე‑2 მუხ­ლის მე‑2 პუნქტის „ა“, „ა1“, „ბ“, „გ2“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით გათვალისწინებული პირებისათვის);

გ) ამ პუნქტის „ა‑ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონა­ცე­მე­ბ­ის ავ­­ტო­მატიზებული ბაზის წვდომას სადაზღვევო ორგანიზა­ცი­ებ­ი­სა და პო­ლისების დარიგებაზე მომსახურების გამწევი პირისათვის (შემ­­­დ­გომში – დამრიგებელი) არა უგვიანეს სადაზღვევო პერიოდის და­­­წყე­ბის წინა თვის 10 რიცხვისა.

4. დაზღვევაზე უფლების მქონე პირების სიები მუშავდება სა­და­ზღვევო პერიოდის დაწყების წინა თვის პირველი რიცხვის მდგო­მა­რეობით.

5. დასაზღვევ პირთა სიების დამუშავების შედეგად დაზღვ­ე­ვა­ზე განსაზღვრულ უფლებაზე გავლენას არ ახდენს ამ დროიდან სა­და­­ზღვევო პერიოდის დაწყებამდე დაზღვევის საფუძვლების აღ­მო­ფ­ხ­­ვრა/ცვლილება, გარდა ვაუჩერის პირობების მე‑6 მუხლის 41 პუნ­ქ­ტ­ით განსაზღვრული შემთხვევებისა.

6. პოლისების დარიგება-გაცემის პროცედურების (მათ შორის, პო­ლისების ბეჭდვა) ორგანიზება ხორციელდება სპეციალური ავ­ტო­მა­ტიზებული პროგრამით (შემდგომში – პროგრამა), რომელიც „ონ­ლა­ინ“ რეჟიმში ხელმისაწვდომია შესაბამისი სადაზღვევო ორგანი­ზა­ციების, სააგენტოსა და დამრიგებლისათვის.

7. ამ წესის მიზნებისათვის დამრიგებელი:

ა) უზრუნველყოფს სადაზღვევო პოლისების ბეჭდვას, დარი­გე­ბას/­გაცემას დამზღვევისათვის/დაზღვეულისათვის;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ვალდებულია პო­ლისების დარიგების მიზნით სადაზღვევო პერიოდის დაწყების წინა თვის 10-დან 25 რიცხვამდე დამზღვევთან/დაზღვეულთან გა­ნა­ხორ­ციელოს ორი ვიზიტი;

გ)  ვალდებულია უზრუნველყოს პროგრამის მეშვეობით საა­გენ­ტოს ინფორმირება ისეთ ფაქტებზე, როდესაც სადაზღვევო პე­რი­ო­დის დაწყების წინა თვის 25 რიცხვამდე განხორციელებული ორი ვი­ზიტის (პროგრამულად უნდა აისახოს ვიზიტის თარიღები) მიუ­ხე­დავად, ვერ განხორციელდა დამზღვევთან/დაზღვეულთან შეხ­ვე­დ­რა და პოლისის გადაცემა;

დ) ვალდებულია პროგრამაში დაუყოვნებლივ ასახოს როგორც პო­ლისის დარიგების/გაცემის ფაქტი, ასევე პოლისის დარიგების მიზ­ნით დამზღვევთან/დაზღვეულთან განხორციელებული ვიზი­ტე­ბი;

ე) ახორციელებს სააგენტოსთან ურთიერთშედარებას და ან­გა­რი­შგებას მხარეთა შორის შეთანხმებული ფორმატითა და პირო­ბე­ბით, მათ შორის, პროგრამის მეშვეობით.

8. ბაზაში არსებული ხარვეზების შესახებ ინფორმაცია დაუ­ყოვ­ნებ­ლივ ეცნობება სადაზღვევო პოლისების გადაცემის ღონის­ძი­ებ­ებ­ში მონაწილე მხარეებს.

9. ამ წესის მიზნებისათვის პოლისის გამცემი მხარე (სააგენტო, დამ­რიგებელი ან სადაზღვევო ორგანიზაცია) ვალდებულია პროგ­რა­მა­ში დაუყოვნებლივ ასახოს დამზღვევისათვის/დაზღვეულისათვის პო­ლი­სის დარიგებასთან/გაცემასთან დაკავშირებული სათანადო ფაქ­ტე­ბი.

10. დამზღვევისათვის/დაზღვეულისათვის პოლისის დარი­გე­ბის/გაცემის ფაქტი დასტურდება პოლისის შესაბამისი ნაწილით (პო­ლისის ყუა), რომელიც მის გამცემ მხარესთან ინახება პოლისის მოქ­მედების ამოწურვიდან 3 წლის განმავლობაში.

11. პოლისების დამზღვევისათვის/დაზღვეულისათვის დარი­გება/­გაცემა ხორციელდება სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე, გარ­და ამ წესის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

12. თუ სადაზღვევო პოლისების დარიგება/გაცემა ვერ გან­ხორ­ცი­ელდა სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე, მათი გაცემის ღო­ნის­ძი­ებები გრძელდება სადაზღვევო პერიოდის დაწყების პირველი თვის განმავლობაში.

13. ამ წესის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გას­ვ­ლის შემდეგ იმ პირებს, რომლებზეც არ განხორციელდა პოლისების და­რიგება/გაცემა, უუქმდებათ დაზღვევაზე უფლება, რაც ეცნობება მო­ნაცემის წარმდგენ ადმინისტრაციულ ორგანოს და სადაზღვევო ორ­განიზაციას. ასეთი პირების დაზღვევა განხორციელდება ვაუ­ჩე­რის პირობების მე‑7 მუხლის 31 და 32 პუნქტების შესაბამისად.

14. ამ წესის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სა­აგენტო უფლებამოსილია შეაჩეროს სადაზღვევო პრემიის გა­დახ­და, ხოლო მე‑13 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში უქმდება სა­და­ზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება.

15. სააგენტო უფლებამოსილია აანაზღაუროს სადაზღვევო პრე­მია სადაზღვევო პერიოდის დაწყების თვიდან:

ა) პოლისის დაზღვეულისათვის არა უგვიანეს სადაზღვევო პე­რი­ოდის დაწყების პირველ თვეში ჩაბარების შემთხვევაში;

ბ) თუ დამზღვევისათვის/დაზღვეულისათვის პოლისის დარი­გების/გაცემის ფაქტი არ აისახა პროგრამაში ტექნიკური მიზეზით.

16. სააგენტოს და დამრიგებელს უფლება აქვთ, სადაზღვევო ორ­განიზაციებთან შეთანხმებით, ამ წესით განსაზღვრული მიზ­ნე­ბი­სა­თვის და დადგენილი ნორმების შესასრულებლად გაატარონ და­მა­ტებითი ღონისძიებები.

17. ამ წესით განსაზღვრული ვადის უქმე ან დასვენების დღე­ებ­ზე დამთხვევის შემთხვევაში შესაბამისი ნორმით განსაზღვრული პი­რობა უნდა შესრულდეს არა უგვიანეს დადგენილი ვადის მომ­დევ­ნო სამუშაო დღეს.“.