დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ”ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110909002, 13/09/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370020000.35.141.016045 |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2011 წლის 8 სექტემბერი
ქ. ახალქალაქი
,,ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ”ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს ,,ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ”ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5აგვისტოს №25 დადგენილებაში შეტანილი შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქ. ახალქალაქში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:”;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: - ქ. ახალქალაქი– 1,0-ს;”;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიცენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 45-ს;”;
დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ.ახალქალაქში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
|
ტერიტორია
| IMG | ITL | C | K | CN(ლარი) |
| ქ. ახალქალაქი | 0,30 | 1,0 | 0,24 | 45 | 3,24 |
2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ჰ. მოვსესიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები