,, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების”(სსმ, 23.06.20011) დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 19 ივლისის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების”(სსმ, 23.06.20011) დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 19 ივლისის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/09/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110908009, 09/09/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016065
  • Word
42
08/09/2011
ვებგვერდი, 110908009, 09/09/2011
010250050.35.161.016065
,, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების”(სსმ, 23.06.20011) დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 19 ივლისის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გარდაბნის მუნიციპალიტეტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ №42

2011 წლის 8 სექტემბერი

ქ. გარდაბანი

,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების”(სსმ, 23.06.2011) დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 19 ივლისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :

    მუხლი 1

,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების”(სსმ, 23.06.2011) დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 19 ივლისის №37 დადგენილებაში (სსმ, 21.07.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”;

2. ამოღებულ იქნს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი, მე-7 და მე-8 მუხლები;

3. დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 9. წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების წესები

1. სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც არ არიან ერთმანეთთან დაქვემდებარებულნი, შეიძლება იყვნენ უფროსები ან უმცროსები. უფროსობა განისაზვრება თანამდებობის მიხედვით.

2. წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების თაობაზე სამსახურის უფროსი მიმართავს შუამდგომლობით მუნიციპალიტეტის გამგებელს.

3. წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობა, როგორც წესი, ცხადდება შესაბამისი ბრძანებით. წერილობით გამოცხადებული დისციპლინური პასუხისმგებლობა არ შეიძლება მოიხსნას ზეპირად.

4. დისციპლინური პასუხისმგებლობა და წახალისება მოსამსახურეებს ეცნობებათ პირადად მწყობრის წინ ან თათბირზე. დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოცხადებამდე მოსამსახურეებს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება.

5. დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ფორმის გამოყენება აღინიშნება პირად საქმეში შეტანით.

4. დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 12. სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები

მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება ხორციელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. “.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                               გ . ფეიქრიშვილი