„მცხეთის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 აგვისტოს №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„მცხეთის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 აგვისტოს №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/09/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110908007, 09/09/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 12/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016074
  • Word
46
08/09/2011
ვებგვერდი, 110908007, 09/09/2011
010260020.35.153.016074
„მცხეთის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 აგვისტოს №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №46

2011 წლის  8 სექტემბერი

ქ. მცხეთა

,,მცხეთის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 აგვისტოს №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე  მუხლის  პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის,  43-ე მუხლის  მე-2 პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე , მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 აგვისტოს №43 დადგენილებით (სსმ , 110815005, 17,08,2011) დამტკიცებულ მცხეთის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულებაში, კერძოდ:

1.1 დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,2. სამსახურის  სტრუქტურას ადგენს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო სამსახურის საშტატო რაოდენობას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.

2.1.  სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სახანძრო დაცვის    განყოფილება;

ბ) სამაშველო განყოფილება’’.

1.2. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა სამართლებლივი და სოციალური გარანტიები

სამსახურის პირადი შემადგენლობის სამართლებლივი და სოციალური დაცვის გარანტიები და შეღავათები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად’’ .

1.3 დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ქონება

 სამსახური თავისი საჭიროების და კომპეტენციის შესრულებისთვის იყენებს მცხეთის მუნიც პალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას’’ .

1.4 დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. გარდამავალი დებულება

სამსახურის დებულების პროექტს საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს გამგებ ლი, საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად’’ .

2.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                       ა . კალანდაძე