„ტანძიის საკრედიტო კავშირის“ და „შემოქმედის საკრედიტო კავშირის“ გადახდისუუნაროდ გამოცხადებისა და გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის თაობაზე

  • Word
„ტანძიის საკრედიტო კავშირის“ და „შემოქმედის საკრედიტო კავშირის“ გადახდისუუნაროდ გამოცხადებისა და გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 680
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 06/09/2011
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110908004, 09/09/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
680
06/09/2011
ვებგვერდი, 110908004, 09/09/2011
„ტანძიის საკრედიტო კავშირის“ და „შემოქმედის საკრედიტო კავშირის“ გადახდისუუნაროდ გამოცხადებისა და გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

 საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №680

2011 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ტანძიის საკრედიტო კავშირის“ და „შემოქმედის საკრედიტო კავშირის“ გადახდისუუნაროდ გამოცხადებისა და გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისსაკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისსაკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის 266 ბრძანების მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტებისა  და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. „ტანძიის საკრედიტო კავშირი“ (მისამართი: ბოლნისის რაიონი, სოფელი ტანძია) და „შემოქმედის საკრედიტო კავშირი“ (მისამართი: ოზურგეთის რაიონი სოფელი შემოქმედი) გამოცხადდეს გადახდსიუუნაროდ და გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება.

2. „ტანძიის საკრედიტო კავშირის“ და „შემოქმედის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს ნუგზარ მურუსიძე (პირადი 60002004766) საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საკრედიტო კავშირების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების ზედამხედველობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი, დაკავებული თანამდებობისა და თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით.

3. ამ განკარგულების გამოცემის დღიდან „ტანძიის საკრედიტო კავშირს“ და „შემოქმედის საკრედიტო კავშირს“ ეკრძალებათ ქონების მართვა და განკარგვა.

4. „ტანძიის საკრედიტო კავშირის“ და „შემოქმედის საკრედიტო კავშირის“ კრედიტორები ვალდებულნი არიან თავიანთი მოთხოვნები, შესაბამისი ვალუტით თანხისა და ვალის საფუძვლის ჩვენებით, წარუდგინონ ლიკვიდატორს განკარგულების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში. აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საფუძველზე განაწილება მოხდება მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად.

5. ყველა ის პირი, რომელიც ფლობს „ტანძიის საკრედიტო კავშირის“ და „შემოქმედის საკრედიტო კავშირის“ ქონებას მიკუთვნებულ რაიმე ნივთს, ან ვალდებულია მის მიმართ რისამე შესრულებისათვის, უნდა უზრუნველყოს ამ ნივთის დაბრუნება ან ვალდებულების შესრულება.

6. „ტანძიის საკრედიტო კავშირის“ და „შემოქმედის საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმის წარმოება გაიხსნას ამ განკარგულების გამოქვეყნებისთანავე.

7. დაევალოს ლიკვიდატორს მოიწვიოს კრედიტორთა პირველი კრება 2011 წლის                12 სექტემბერს.

8. განკარგულება გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ინფორმაცია საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

9. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

10. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ვიცე-პრეზიდენტი                                              . ნადარაია