„უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის №80 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის №80 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 497
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 07/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110907024, 07/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 010110000.08.002.016311
  • Word
497
07/09/2011
ვებგვერდი, 110907024, 07/09/2011
010110000.08.002.016311
„უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის №80 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №497

2011 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

„უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის №80 ბრძანებულებაში ცვლილებს შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის №80 ბრძანებულებით (სსმ III, 2006 წ., №11, მუხ. 121) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-7 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. სააგენტოს მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის შესახებ დასკვნის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენას.“;

გ) მე-4 პუნქტში სიტყვები: „პროექტისა და დოკუმენტაციის შეიცვალოს სიტყვით: „პროექტის“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი