დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მოსამსახურეთათვის საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 26 დეკემბერის №1266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 472 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110907019, 08/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020100.22.033.016244 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №472
2011 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მოსამსახურეთათვის საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 26 დეკემბრის №1266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მოსამსახურეთათვის საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 26 დეკემბრის №1266 ბრძანებაში (სსმ, 28.12.2005, III ნაწილი, №151, მუხლი 1676) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფმა ორგანიზაციებმა მუშა-მოსამსახურეებთან ბიუჯეტით განსაზღვრული ხელფასებით და სხვა გასაცემლებით ანგარიშსწორებისთვის, აგრეთვე ნაღდი ფულის შეტანისა და გატანის ოპერაციების მიზნებისთვის, საბანკო დაწესებულებებში კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნან კორპორაციული მიმდინარე ანგარიში.
2. ორგანიზაციის მიერ კორპორაციული მიმდინარე ანგარიშიდან გატანილი ნაღდი ფული ჩაბარდეს ორგანიზაციის სალაროში.
3. კორპორაციული მიმდინარე ანგარიშიდან სხვა დანიშნულებით, გარდა ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნებისა, ოპერაციების განხორციელება დაუშვებელია.“ .
2. მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. გვინდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები