დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 471 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110907018, 08/09/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200250000.22.033.016243 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №471
2011 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:
ა) 31 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თუ ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული გადახდის ან/და საქონლის ან/და მომსახურების მიწოდების/სამუშაოს შესრულების გრაფიკი, ორგანიზაცია სახელმწიფო ხაზინაში წარადგენს მოსალოდნელი გადახდის გრაფიკს. ორგანიზაცია უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილებები დანართ №6-ით წარმოდგენილ „გადახდის გრაფიკში.“;
ბ) 32 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ორგანიზაცია, საგადახდო მოთხოვნასთან ერთად სახელმწიფო ხაზინაში წარადგენს ინფორმაციას საქონლის/მომსახურების/სამუშაოს შესყიდვის მიზნით განსახორციელებელ (გარდა გრიფით „საიდუმლო“) გადახდებზე, გარდა კვარტალური განაცხადის ფორმით რეგისტრირებული ვალდებულებების შესაბამისი, საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვის და საწესდებო კაპიტალის ფორმირების/გაზრდის მიზნით განსახორციელებელი გადახდებისა.“;
გ) 32 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ორგანიზაცია მივლინების ხარჯებზე განსახორციელებელ გადახდებზე (გარდა გრიფით „საიდუმლო“) საგადახდო მოთხოვნასთან ერთად წარადგენს ინფორმაციას მივლინების ხარჯებზე განსახორციელებელ გადახდებზე. ინფორმაციის წარსადგენად, ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში ივსება შემდეგი რეკვიზიტები:
ა) მივლინების იდენტიფიკაციის სისტემაში არსებული კოდი;
ბ) სამართლებრივი აქტის დასახელება, ნომერი და თარიღი;
გ) მივლინებული პირი;
დ) მივლინების ადგილი (ქვეყანა, ქალაქი);
ე) მივლინების მიზანი;
ვ) მივლინების ხანგრძლივობა;
ზ) ხარჯის ტიპი შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ზ.ა) მგზავრობის ხარჯი;
ზ.ბ) საცხოვრებელი ადგილის ხარჯი;
ზ.გ) დღიური ნორმის ხარჯი;
ზ.დ) მივლინების დროს წარმომადგენლობითი ხარჯი;
ზ.ე) მივლინებული მოსამსახურის სავალდებულო დაზღვევის ხარჯი;
ზ.ვ) პასპორტის ღირებულება;
ზ.ზ) სხვა დოკუმენტების, მ.შ. ვიზის ხარჯი;
ზ.თ) მივლინებასთან დაკავშირებული სხვა დანარჩენი ხარჯი;
თ) თანხა ლარებსა და თეთრებში ხარჯის თითოეული კატეგორიის მიხედვით.“;
დ) მე-6 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ორგანიზაცია უფლებამოსილია სრულად ან ნაწილობრივ გააუქმოს რეგისტრირებული ვალდებულება.
5. ორგანიზაცია უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილება რეგისტრირებულ კვარტალურ განაცხადში.“.
2. ბრძანებით დამტკიცებული №1, №2, №3 და №6 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. გვინდაძე
დანართი № 1
ვალდებულების დოკუმენტი
| ვალდებულების №
პასუხისმგებელი პირი შემსრულებელი თარიღი თარიღი
|
დანართი №2
კვარტალური განაცხადი
20…....... წლის ……... კვარტალი
ვალდებულება N --------
სახაზინო კოდი და დასახელება ________
საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება ______________________
დაფარვის წყარო ______________________
| საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი | …… კვარტალი | |
|
| 1 | 2 |
| 1 | შრომის ანაზღაურება |
|
|
| ხელფასი ფულადი ფორმით – თანამდებობრივი სარგო |
|
|
| ხელფასი ფულადი ფორმით – წოდებრივი სარგო |
|
|
| ხელფასი ფულადი ფორმით – პრემია |
|
|
| ხელფასი ფულადი ფორმით –დანამატი |
|
|
| ხელფასი ფულადი ფორმით – ჰონორარი |
|
|
| ხელფასი ფულადი ფორმით – კომპენსაცია |
|
|
| სოციალური შენატანები |
|
| 2 | საქონელი და მომსახურება |
|
|
| შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება ფულადი ფორმით |
|
|
| წარმომადგენლობითი ხარჯები |
|
|
| მივლინება ქვეყნის გარეთ |
|
|
| მივლინება ქვეყნის შიგნით |
|
|
| სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება |
|
|
| დიპლომატიური დაწესებულებების შენახვისა და ატაშატის ხარჯი |
|
|
| სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი |
|
| 3 | სუბსიდიები |
|
| 4 | გრანტები |
|
|
| უცხო სახელმწიფოთა მთავრობებს |
|
|
| მიმდინარე |
|
|
| კაპიტალური |
|
|
| საერთაშორისო ორგანიზაციებს |
|
|
| მიმდინარე |
|
|
| კაპიტალური |
|
|
| სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებს |
|
|
| მიმდინარე |
|
|
| კაპიტალური |
|
| 5 | სოციალური უზრუნველყოფა |
|
|
| სოციალური დაზღვევა |
|
|
| ფულადი ფორმით |
|
|
| სასაქონლო ფორმით |
|
|
| სოციალური დახმარება |
|
|
| ფულადი ფორმით |
|
|
| სასაქონლო ფორმით |
|
|
| დამქირავებლის მიერ გაწეული სოციალური დახმარება |
|
|
| ფულადი ფორმით |
|
|
| სასაქონლო ფორმით |
|
| 6 | სხვა ხარჯები |
|
|
| სხვადასხვა ხარჯები – მიმდინარე |
|
| 7 | ვალდებულებები |
|
|
| საშინაო – სხვა კრედიტორული დავალიანებები |
|
|
| სულ |
|
შენიშვნა --------------------------------------------------------------------------------
პასუხისმგებელი პირი შემსრულებელი
თარიღი/---/------/------/ თარიღი /---/------/------/
დანართი № 3
საგადახდო მოთხოვნა №
პასუხისმგებელი პირი შემსრულებელი თარიღი თარიღი |
დანართი №6

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები