საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ (1961)

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ (1961)
დოკუმენტის ნომერი 1676
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/10/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 07/12/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 20/02/1998
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.445
  • Word
1676
30/10/1998
სსმ, 5, 07/12/1998
080.000.000.05.001.000.445
საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ (1961)
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა  და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 2512, 2513, 2514 და 2515 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2512. ბირთვული მასალის, ბირთვული მოწყობილობის, რადიაქტიური ნივთიერების ა მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებისადმი უკანონო მოპყრობა

1. ბირთვული მასალის, ბირთვული მოწყობილობის, რადიაქტიური ნარჩენების (გამოყენებული ბირთვული საწვავის ჩათვლით), ნებისმიერ ფიზიკურ მდგომარეობაში მყოფი რადიაქტიური ნივთიერებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების, აგრეთვე ნებისმიერი სახისა და დანიშნულების მოწყობილობის, დანადგარის, ხელსაწყოსა და ნაკეთობის, რომელიც რაიმე სახით შეიცავს რადიაქტიურ ნივთიერებას ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს, უკანონო შეძენა, შენახვა, ფლობა, ნებისმიერი ფორმით გასხვისება, გამოყენება, გადამუშავება, გამოცდა, გადაცემა, ტრანსპორტირება (გადაზიდვა), ექსპრტ-იმპორტი, ვაჭრობა და მათდამი სხვა უკანონო მოპყრობა, აგრეთვე მათთან დაკავშირებული სხვა გარიგებები, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

2. იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით, ან თუ მას მოჰყვა ადამიანის დაღუპვა ან სხვა მძიმე შედეგი, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

    მუხლი 2513. ბირთვული მასალის, რადიაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების გატაცება

1. ბირთვული მასალის, რადიაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების გატაცება,-

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.

2. იგივე ქმედობა, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ან ასეთი ძალადობის მუქარით, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე.

    მუხლი 2514. ბირთვული მასალის, რადიაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების გატაცების ან მათი არადანიშნულებისამებრ გამოყენების მუქარა

ბირთვული მასალის, რადიაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების გატაცები ან ადამიანების დაღუპვის ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით მათი გამოყენების მუქარა, რათა აიძულონ სახელმწიფო, ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი შეასრულოს რაიმე მოქმედება ან თავი შეიკავოს მისგან, თუ არსებობდა ამ მუქარის განხორციელების საფრთხე,-

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

    მუხლი 2515. ბირთვული მასალის, რადიაქტიური ნარჩენების, რადიაქტიური   ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებისადმი მოპყრობის წესების დარღვევა

1. ბირთვული მასალის, რადიაქტიური ნარჩენების, რადიაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების შეძენის, შენახვის, დამარხვის, ფლობის, გამოყენების, გადამუშავების, გამოცდის, გადაცემის, აღრიცხვის, ტრანსპორტირების (გადაზიდვის), ექსპორტ-იმპრტის და მათდამი მოპყრობის სხვა წესების დარღვევა, თუ ამ ქმედბას შეიძლება მოჰყოლოდა ადამიანის დაღუპვა ან სხვა მძიმე შედეგი,-

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედობა, თუ მას მოჰყვა ადამიანის დაღუპვა ან სხვა მძიმე შედეგი,-

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.".

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2517, 2518 და 2519 მუხლები:

     „მუხლი 2517. ბირთვული ან რადიაციული საქმიანობის დარღვევებით წარმართვის მუქარა

ბირთვული ან რადიაციული საქმიანობის ისეთნაირად წარმართვის მუქარა, რომ ამ ქმედებას შეიძლება მოჰყვეს ადამიანის დაღუპვა, ან მისი ჯანმრთელობის ან ქონების, ან გარემოს ზიანი, ანდა სხვა მძიმე შედეგი, თუ არსებობდა ამ მუქარის განხორციელების საფრთხე, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

    მუხლი 2518. ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება

1. ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება,-

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე.

2. იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე.

    მუხლი 2519. ბირთვულ ან რადიაციულ ობიექტზე ავარიის ან უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაციის  დაფარვა ან დამახინჯება

1. ბირთვულ ან რადიაციულ ობიექტზე ავარიის ან უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაციის დაფარვა ან დამახინჯება, თუ ამ ქმედობას შეძლება მოჰყოლოდა ადამიანის დაღუპვა, ან მისი ჯანმრთელობის ან ქონების, ან გარემოს ზიანი, ანდა სხვა მძიმე შედეგი,-

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედობა, თუ მას მოჰყვა ადამიანის დაღუპვა, ან მისი ჯანმრთელობის ან ქონების, ან გარემოს ზიანი, ანდა სხვა მძიმე შედეგი,-

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.“.

3. 81 მუხლის მე-2 ნაწილში:

ა) სიტვების „(243-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები)“ შემდეგ დაემატოს სიტვები "ბირთვული მასალის, ბირთვული მოწობილობისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წაროებისადმი უკანონო მოპრობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში (2512 მუხლის მეორე ნაწილი)“;

ბ) სიტყვები „რადიაქტიული მასალების გატაცება“ შეიცვალოს სიტყვებით „ბირთვული მასალის, რადიაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების გატაცება“, ხოლო სიტვების „(2516 მუხლის მეორე ნაწილი)“ შემდეგ დაემატოს სიტვები „ბირთვული იარაღისა და  სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწობილობის დამზადება (მუხლი 2518); ბირთვულ და რადიაციულ ობიექტებზე ავარიის და უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაციის დაფარვა ა დამახინჯება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში (2519 მუხლის მეორე ნაწილი)“.

II. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1, მუხ. 11) 126-ე მუხლის მეოთხე ნაწილში ციფრების „2516“ შემდეგ დაემატოს ციფრები „2517, 2518, 2519“.

III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვენებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

1998 წლის 30 ოქტომბერი

№1676–Iს