დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110907011, 13/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.113.016065 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №41
2011 წლის 1 სექტემბერი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. შევიდეს ცვლილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ №10 დადგენილებაში (სსმ V, 18.08.2010 წ.) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) განათლების, კულტურის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შემუშავებასა და განხილვაში მონაწილეობის მიღება და დამტკიცების შემდგომ მისი განხორციელება“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მამეშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები