დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 თებერვლის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110907007, 13/09/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.113.016061 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37
2011 წლის 1 სექტემბერი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 თებერვლის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 ნუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. შევიდეს ცვლილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 თებერვლის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ №3 დადგენილებაში (სსმ V, გამოქვეყნების თარიღი 23/02/2011) და თანდართული №1 დანართის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრიაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრული სარეკრიაციო ტერიტორიებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 11-მაგი ოდენობით და შეადგენს 21.9648 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 პუნქტში აღნიშნული წესი.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მამეშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები