დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110907005, 13/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.113.016059 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2011 წლის 1 სექტემბერი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. შევიდეს ცვლილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ №4 დადგენილებაში (სსმ ნაწილი V, 18.08.2010) და დადგენილებით დამტკიცებული საკრებულოს აპარატის დებულებას:
1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 (პრიმა) მუხლი
„81 მუხლი. მთავარი სპეციალისტი საფინანსო-საბიუჯეტო საკითხებში:
ა) მონაწილეობს საფინანსო უზრუნველყოფის დაგეგმვაში;
ბ) შეიმუშავებს დასკვნებსა და წინადადებებს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხებში და რეაგირებისთვის წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს;
გ) ახორციელებს “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საკრებულოს საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღებას;
დ) ახორციელებს საკრებულოს დებულებით, ამ დებულებით და აგრეთვე საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. დადგენილებას თანდართული საკრებულოს აპარატის სტრუქტურა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სტრუქტურა
| № | თანამდებობის დასახელება |
| 1. | აპარატის უფროსი |
| 2. | უფროსი საჯარო თანამდებობის პირი: |
| ა) | საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე |
| 3 | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი: |
| ა) | მთავარი სპეციალისტი საფინანსო–საბიუჯეტო საკითხებში |
| 4 | საქმისწარმოების, საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა განყოფილება: |
| 4.1 | უფროსი საჯარო თანამდებობის პირი: |
| ა) | განყოფილების უფროსი ითავსებს იურიდიულ საკითხებს |
| 4.2 | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი: |
| ა) | მთ. სპეციალისტი საკრებულოს ორგანიზაციულ მომსახურების საკითხებში; |
| ბ) | მთ. სპეციალისტი საკრებულოს საქმის წარმოების საკითხებში; |
| გ) | მთ. სპეციალისტი საკრებულოს საოქმო მომსახურების საკითხებში; |
| დ) | მთ. სპეციალისტი საკრებულოს საკადრო მომსახურების საკითხებში; |
| ე) | მთ. სპეციალისტი მოქალაქეთა მიღების და მომსახურების საკითხებში |
| 5 | საზოგადოებასთან, მედიასთან და საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილება: |
| 5.1 | უფროსი საჯარო თანამდებობის პირი: |
| ა) | განყოფილების უფროსი ითავსებს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს |
| 5.2 | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი: |
| ა) | მთ. სპეციალისტი საკრებულოს საგარეო ურთიერთობის საკითხებში; |
| ბ) | მთ. სპეციალისტი საკრებულოს მედიასთან ურთიერთობის საკითხებში; |
| 6 | საინფორმაციო-ანალიტიკური და კომპიუტერული მომსახურების განყოფილება |
| 6.1 | უფროსი საჯარო თანამდებობის პირი: |
| ა) | განყოფილების უფროსი ითავსებს საკრებულოს საინფორმაციო-ანალიტიკურ მომსახურებას |
| 6.2 | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი: |
| ა) | მთ. სპეციალისტი საკრებულოს კომპიუტერული მომსახურების საკითხებში |
| 7 | დამხმარე მოსამსახურეები |
| ა) | ქსელური მომსახურების ადმინისტრატორი |
| ბ) | მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტი |
| გ) | მდივანი |
| დ) | კურიერი |
| ე) | მძღოლი |
| ვ) | დამლაგებელი |
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მამეშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები