დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110907002, 12/09/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.158.016051 |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №43
2011 წლის 6 სექტემბერი
ქ.ბოლნისი
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №3 დადგენილებით (სსმ, 17.01.2011) დამტკიცებულ 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ” და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ:
ა) სოხუმის დაცემის დღეს – 27 სექტემბრისათვის ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით;
ბ) სტაციონარული მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 700 ლარისა;”
2. დადგენილების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა” და „დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ სტაციონარული მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ -70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 700 ლარისა.”.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. საბიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები