დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 109 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი რუსთავი |
| მიღების თარიღი | 06/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110906023, 06/09/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.160.016092 |
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №109
2011 წლის 6 სექტემბერი
ქ. რუსთავი
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №47 დადგენილებაში (სსმ V, №72, 31.12.2010 წ., მუხლი 2168) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. 141 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„141. საცხოვრებელი შენობების სახურავების გადახურვა განხორციელდეს თანადაფინანსების პრინციპით (მათ შორის: 80% დაფინანსდეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო 20% – მოსახლეობიდან) და ლიფტების რეაბილიტაცია განხორციელდეს თანადაფინანსების პრინციპით (მათ შორის: 90% დაფინანსდეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო 10% –მოსახლეობიდან).“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები