დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს "გორგასალის" აქციონერი ბადრი წილოსანი |
| მიღების თარიღი | 06/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110906022, 07/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება სს „გორგასალის“ (ს/კ 216291527) აქციათა ყიდვის თაობაზე კეთდება საქართველოს მეწარმეთა კანონის 532 მუხლის შესაბამისად, რომლის საფუძველიცაა შემთავაზებელ ბადრი წილოსანის მიერ 3595 ცალი აქციის შეძენა.
გამოსყიდვის პირობები და პროცედურები:
● შემთავაზებელი ფლობს სს „გორგასალის“ (ს/კ 216291527) მიერ გამოშვებულ 95032 (ოთხმოცდათხუთმეტი ათას ოცდათორმეტი) ცალ ჩვეულებრივ სახელობით აქციას, რაც შეადგენს გამოშვებული აქციების 96,355 %-ს და სურს გამოისყიდოს სს „გორგასალის“ (ს/კ 216291527) დარჩენილი 3595 (სამი ათას ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი) ცალი ჩვეულებრივი სახელობითი აქცია, რომელიც სს „გორგასალის“ (ს/კ 216291527) გამოშვებული აქციების 3,645 %-ს შეადგენს;
● სს „გორგასალის“ (ს/კ 216291527) აქციების გამოსასყიდი ფასი შეადგენს 11 (თერთმეტი) ლარს ერთ ცალ აქციაზე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). გამოსასყიდი ფასი სავალდებულო სატენდერო შეთავაზების მიზნისათვის დადგენილია საბროკერო კომპანიის შპს საბროკერო კომპანია „საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი +“-ის მიერ და არის იმ ფასის ანალოგიური, რაც ბადრი წილოსანმა გადაიხადა გამოშვებული აქციების 96,355 %-ის შესაძენად;
● სავალდებულო სატენდერო შეთავაზება გაგრძელდება 2011 წლის 8 სექტემბრიდან 2011 წლის 10 ნოემბრამდე;
● განცხადებები მიიღება 2011 წლის 8 სექტემბრიდან 2011 წლის 10 ნოემბრამდე;
● განცხადებები განიხილება 2011 წლის 10 ნოემბრიდან 2011 წლის 20 ნოემბრამდე და იმავე ვადაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება;
● სს „გორგასალის“ (ს/კ 216291527) გამოშვებული აქციების დარჩენილი 3,645 %-ის, ანუ 3595 (სამი ათას ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი) აქციის სრულად გაყიდვის თანხმობათა არსებობის შემთხვევაში შემთავაზებელი გამოისყიდის აქციათა სრულ რაოდენობას;
● სავალდებულო სატენდერო შეთავაზების რომელიმე პირობის შეცვლის შემთხვევაში გაკეთდება შეთავაზების განცხადების განახლებული ვერსია და გავრცელდება დადგენილი წესით;
● შესყიდვა მოხდება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვადის გასვლის შემდეგ;
● „გორგასალის“ (ს/კ 216291527) აქციონერთაგან აქციების გაყიდვაზე განაცხადების შეგროვებას განახორციელებს შეთავაზების აგენტი შპს საბროკერო კომპანია „ საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი +“ (ლიცენზიის №20045), საკონტაქტო მისამართი: ქ. თბილისი, ც. დადიანის ქ. №32, საკონტაქტო ტელ: 599 51-10-57;
● „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 532 მუხლის შესაბამისად, შესაძენ აქციათა გამოსასყიდი ფასის შეფასების ანგარიშის გაცნობა აქციონერებს შეუძლიათ შპს საბროკერო კომპანია „საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი +“-ში (ლიცენზიის №20045), საკონტაქტო მისამართი: ქ. თბილისი, ც. დადიანის ქ. №32, საკონტაქტო ტელ: 599 51-10-57.
შემთავაზებელი ბ. წილოსანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები