აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

  • Word
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-14/148
დოკუმენტის მიმღები სს საგზაო კომპანია „თბილისი“
მიღების თარიღი 06/09/2011
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110906021, 07/09/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
1-14/148
06/09/2011
ვებგვერდი, 110906021, 07/09/2011
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს საგზაო კომპანია „თბილისი“

განცხადება

სააქციო საზოგადოება საგზაო კომპანია თბილისის“

აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის საფუძველზე, 2011 წლის                    26 სექტემბერს 13.00 საათზე მოწვეულია სააქციო საზოგადოება საგზაო კომპანია თბილისის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას I შეს., №33ა (საზოგადოების ადმინისტრაციის ოფისი).

 

საერთო კრება ჩატარდება შემდეგი დღის წესრიგით:

1. 2011 წლის 3 ივნისის აქციონერთა საერთო კრებაზე აქციონერების მერაბ და ვაჟა ძიძიგურების მიერ დასმული საკითხისა და საერთო კრების ოქმის დადგენილებითი ნაწილის შესახებ.

 

საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2011 წლის 15 სექტემბერი. სააღრიცხვო დღის მდგომარეობით, საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების და აქციონერების განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობის შემოწმება და აქციონერთა რეესტრიდან ამონაწერის მიღება შეგიძლიათ სს საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა რეესტრის მწარმოებელთან შპს „კაპიტალ-რეგისტრთან“ ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში (ჭავჭავაძის გამზ. №55, ტელ.: 230384).

აქციონერების რეგისტრაცია იწარმოებს 2011 წლის 26 სექტემბერს 1200 საათიდან, საერთო კრების ჩატარების მისამართზე. რეგისტრაციის მიზნით აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და წარმომადგენლობის შემთხვევაში მინდობილობა.

აქციონერებს საერთო კრებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცის მიღება შეუძლიათ საზოგადოების ადმინისტრაციის ოფისში ქ. თბილისი, კოსტავას I შეს., №33ა, ტელ.: 2 931909

 

სს საგზაო კომპანია თბილისის”

დირექტორი . სურამელაშვილი