ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების ბეჭდის ნიმუშისა და გამგეობის რწმუნებულთა მიერ მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების ბეჭდის ნიმუშისა და გამგეობის რწმუნებულთა მიერ მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 52
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/08/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110906017, 12/09/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 05/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.114.016074
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
52
29/08/2011
ვებგვერდი, 110906017, 12/09/2011
010250020.35.114.016074
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების ბეჭდის ნიმუშისა და გამგეობის რწმუნებულთა მიერ მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (12/09/2011 - 30/12/2011)

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №52

2011 წლის 29 აგვისტო

აბა ჩოხატაური

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების ბეჭდის ნიმუშისა და გამგეობის რწმუნებულთა მიერ მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

 „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის 42-ე მუხლის მე -5 პუნქტის შესაბამისად ,   საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1. 

დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების ბეჭდის ნიმუში დანართი 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23 -ის შესაბამისად.

    მუხლი 2.

ბეჭედზე ამოტვიფრულ იქნეს:

ა) მუნიციპალიტეტის დასახელება;

ბ) მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დასახელება (სოფელი, თემი);

გ) მუნიციპალიტეტის გერბი;

დ) სექტორის ამღნიშვნელი ციფრი საჯარო რეესტრის შესაბამისად.

    მუხლი 3.

დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესი დანართი 24 -ის შესაბამისად.

    მუხლი 4.

დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                 ა. ხუნდაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №24

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი ადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულთა (შემდგომში რწმუნებული) მიერ ბეჭდის გამოყენების სამართლებრივ ურთიერთობებს.

    მუხლი 2. რწმუნებულის ბეჭედი და ხელმოწერა

1. რწმუნებულს უნდა ჰქონდეს მხოლოდ ერთი ბეჭედი, რომლის ნიმუშ ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.

2. რწმუნებულის ბეჭედი უნდა დაისვას შესრულებული მოქმედების დასამოწმებლად. ბეჭედი ისმება ხელმოწერასთან ისე, რომ მისი ნაწილი ფარავდეს ხელმოწერის მცირე ნაწილს მაინც. თუ დოკუმენტი შედგება ერთზე მეტი ფურცლისგან, ბეჭედი დაისმება ისე, რომ მან მოიცვას ყველა ფურცელი. შესრულებულ მოქმედებას რწმუნებულის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე არ აქვს იურიდიული ძალა. რწმუნებულის ბეჭედი დაისმება რწმუნებულის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე: ცნობა, აქტი და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიან ქაღალდებზე.

3. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტს დასმული აქვს რწმუნებულის ხელმოწერა და არ აქვს დასმული ბეჭედი, დოკუმენტი უნდა წარედგინოს უფლებამოსილ რწმუნებულს ბეჭდის დასასმელად. თუ იმ დროისათვის ბეჭედი, რომელიც რწმუნებულს ჰქონდა რწმუნებულის მოქმედების შესრულების მომენტისთვის, განადგურებულია, მაშინ რწმუნებული ვალდებულია ხარვეზის გამოსასწორებლად დოკუმენტს დაუსვას ის ბეჭედი, რომელიც აქვს ხარვეზის გამოსწორების მომენტისათვის და ამის შესახებ დოკუმენტზე (ბეჭდის დასმის ადგილზე) გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა.

4. რწმუნებული ვალდებულია გულმოდგინედ შეინახოს ბეჭედი. აკრძალულია ბეჭდის გადაცემა სხვა პირისათვის. ბეჭდის დაკარგვის შემთხვევაში რწმუნებული ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მუნიციპალიტეტის გამგებელს. რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში ამ პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას ასრულებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოხელე გამგებლის ბრძანების საფუძველზე.