დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110906013, 07/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.32.061.016010 |
აფხაზეთის მთავრობის
დადგენილება №9
2011 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
„რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის №5 დადგენილებაში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე №6, 01.05.2008 წ., მუხლი 9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’.
2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. დამტკიცდეს რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის თანდართული დებულება.’’.
3. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა აფხაზეთის მთავრობასთან შეთანხმებით განსაზღვროს რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები.“.
4. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ვ“ ქვეპუნქტი:
„ ვ) აფხაზეთის მთავრობასთან შეთანხმებით განსაზღვრავს აფხაზეთის მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს.’’.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გ. კვარაცხელია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები