„თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 ივნისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 ივნისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები თიღვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/09/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110906008, 09/09/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 13/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.145.016016
  • Word
6
05/09/2011
ვებგვერდი, 110906008, 09/09/2011
280010000.35.145.016016
„თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 ივნისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თიღვის მუნიციპალიტეტი

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №6

2011 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 ივნისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 ივნისის №3 დადგენილებით (სსმ 13.06.2011) დამტკიცებული №10 დანართი შეიცვალოს შესაბამისად ახალი №10 დანართით.

2. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე        რ. ჭავჭავაძე

 

დანართი №10

პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური დახმარების პროგრამა

(ორგანიზაციული კოდი 06 13)

 

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

    მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები

პროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

    მუხლი 3. დახმარების მოცულობა

პროგრამის ბენეფიციარზე დახმარების მოცულობა შეადგენს 100 ლარს.

    მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თიღვის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

) პირადობის მოწმობის ასლი;

) პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100);

) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად.

    მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2,4 ათასი ლარის ოდენობით.