დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 123 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110906005, 06/09/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016190 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №123
2011 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებით (სსმ III, 30. 01. 2006 წ., №12, მუხ. 138) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და დონორ ორგანიზაციებთან კოორდინაციის სამსახური;“;
2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:
„ჟ) პროექტების მართვისა და ბიზნეს ანალიზის სამსახური;“.
3. მე-7 მუხლის 143 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„143. საერთაშორისო ურთიერთობებისა და დონორ ორგანიზაციებთან კოორდინაციის სამსახური:
ა) შეიმუშავებს წინადადებებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ;
ბ) სააგენტოს საჭიროებიდან გამომდინარე ამყარებს ურთიერთობებს საერთაშორისო, ადგილობრივ და სხვა სახელმწიფოების დონორ ორგანიზაციებთან;
გ) ახორციელებს საზღვარგარეთის ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების ზოგად კოორდინაციას;
დ) შეიმუშავებს წინადადებებს სააგენტოს განვითარების სტრატეგიული მიზნების შესახებ და უზრუნველყოფს მათ ასახვას შესაბამის დოკუმენტებში;
ე) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 144 პუნქტი:
„144. პროექტების მართვის და ბიზნეს ანალიზის სამსახური:
ა) შეიმუშავებს პროექტების მართვის და პროცესების ანალიზის სტანდარტულ მეთოდოლოგიებს და უზრუნველყოფს მათ დანერგვას სააგენტოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით;
ბ) უზრუნველყოფს ახალი პროცესების დანერგვას და არსებული პროცესების გაუმჯობესების ანალიზს;
გ) უზრუნველყოფს სააგენტოს ელექტრონული მართვის სისტემებს შორის თანაკვეთების დადგენას და შეიმუშავებს მათი გაუმჯობესების საერთო სტრატეგიას;
დ) სააგენტოს რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით, უზრუნველყოფს დასახული ამოცანების პროექტებში გაერთიანებას, პროექტების პორტფოლიოს ფორმირებას და კონტროლს;
ე) განიხილავს პროდუქტების/სერვისების ტექნიკურ ამოცანებს, ახორციელებს მათ შეფასებას და მომსახურების პროცესების მაქსიმალური ავტომატიზაციის მიზნით სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებს;
ვ) განსაზღვრავს სააგენტოში მიმდინარე ბიზნეს პროცესების ძლიერ და სუსტ მხარეებს და ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების მიზნით სააგენტოს უწევს შესაბამის რეკომენდაციებს;
ზ) მონაწილეობს პროდუქტების/სერვისების მიწოდების/განხორციელების დროს წარმოქმნილი პრობლემების ანალიზსა და მათ გადაწყვეტაში;
თ ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
5. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
6. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. სამმართველოს/სამსახურის უფროსი, ასევე სამმართველოს/სამსახურის უფროსის მოადგილე სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება, გარდა ბრძანების პირველი მუხლის პირველი – მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი – მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 12 სექტემბრიდან.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები