დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლების გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 01 ოქტომბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110905015, 08/09/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.129.016036 |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2011 წლის 2 სექტემბერი
ქ. ჭიათურა
,,თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლების გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ოქტომბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
,,თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ოქტომბრის №20 დადგენილებაში (სსმ, ნაწილი V, №39, 18.10.2010, მუხლი 1148) შევიდეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ“ ქვეპუნქტი:
,,ლ) ქონების იჯარის უფლებით გადაცემის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (დანართი №12)“ .
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გ. კაპანაძე
დანართი №12
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
ქონების იჯარის უფლებით გადაცემის აუქციონში გამარჯვების
დამადასტურებელი ოქმი №
,, ----------“ ,,-------------------“ ჭიათურა
1. წინამდებარე ოქმი გაიცა -----------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(აუქციონში გამარჯვებული (მოიჯარეს) ფიზიკური პირის სახელი, გვარი, /იურიდიული პირის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა/, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები).
მასზე, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან)
საწყისი საიჯარო ქირა -------------------- ( ------------------------------- )
ციფრებით სიტყვიერად
შემდგომი იჯარით გაცემის მიზნით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის მიერ ----- წლის ------------- აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის
------------------- ( ---------------------------- )
(ციფრებით) სიტყვიერად
საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში ,,მოიჯარე’’) და მას ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად იჯარით გადაეცა ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან)
ქონება
2. მოიჯარე ვალდებულია:
2.1. -------- ლარი გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე: სს „პრივატბანკი“, ბანკის კოდი CAVOGE22, ანგარიშის № GE32TP0033030020000490, რომელიც ბეს სახით შეტანილ თანხასთან ერთად ჩაეთვლება ერთი თვის საიჯარო ქირაში.
2.2. გააფორმოს ხელშეკრულება ქონების იჯარით ფორმით გადაცემის თაობაზე.
2.3. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების იჯარის ფორმით გადაცემისას ,,მოიჯარეს’’ სარგებლობის უფლება გადაეცემა ერთი თვის საიჯარო ქირის გახდის შემდეგ.
2.4. წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2.5. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება მეიჯარეს, ხოლო ორი გადაეცემა მოიჯარეს.
3. ოქმს, რომელიც მეიჯარესთან რჩება, თან ერთვის:
3.1. ამონაწერი საჯარო ან /და სამეწარმეო რეესტრიდან.
3.2. იმ შემთხვევაში, თუ მოიჯარე იურიდიული პირია, – მოიჯარის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება.
3.3. იმ შემთხვევაში, თუ მოიჯარე მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე ------------------- ------------------------
ხელმოწერა სახელი და გვარი
აუქციონში გამარჯვებული პირი (მოიჯარე) --------------------- --------------------------
ხელმოწერა სახელი და გვარი
ბ.ა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები