დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების,მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე”წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 ივლისის N 21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110905004, 07/09/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.104.016070 |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2011 წლის 25 აგვისტო
ქ. წალენჯიხა
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების,მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 ივლისის №21 დადგენილებაში (სსმ 29/07/2011) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების:
პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ძ“ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,“.
2. დადგენილების №1 დანართის:
ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. უფლებამოსილი ორგანოები
გადაწყვეტილება ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციისა და მათთვის სახელწოდების მინიჭების შესახებ მიიღება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტით და სამთავრობო კომისიის თანხმობით.”;
ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერებისა და ბულვარების ნუმერაცია ხდება არაბული ციფრებისაგან შემდგარი შესაბამისი რიცხვის მიხედვით, გამონაკლის შემთხვევებში, შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არაბულ ციფრზე ქართული ანბანის ასოს ან არაბული ციფრის ინდექსის დამატებით.“;
ბ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. გადაწყვეტილების მიღების წესი
1. განცხადებას „ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერებისა და მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ“ განიხილავს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისის სამსახური, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში გამგებელს წარუდგენს განკარგულების პროექტს ნუმერაციის თაობაზე საკრებულოსთვის წარსადგენად.
2. გადაწყვეტილება „ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისათვის ბინების ნუმერაციის შესახებ“ მიიღება საკრებულოს სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.
3. გამგეობა ვალდებულია საკრებულოს განკარგულება დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის №68 საოლქო საარჩევნო კომისიას.“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ა. გაბელია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები