,,წალკის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №25 დადგენილების დანართი 1 -ში დამატების შეტანის შესახებ

  • Word
,,წალკის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №25 დადგენილების დანართი 1 -ში დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/09/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110902013, 06/09/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 15/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.155.016047
  • Word
41
02/09/2011
ვებგვერდი, 110902013, 06/09/2011
040110030.35.155.016047
,,წალკის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №25 დადგენილების დანართი 1 -ში დამატების შეტანის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
,,წალკის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №25 დადგენილების დანართი 1 -ში დამატების შეტანის შესახებ

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №41

2011 წლის 2 სექტემბერი

ქ. წალკა

„წალკის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის № 25 დადგენილების დანართ 1-ში დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დაემატოს „წალკის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №25 დადგენილების დანართ №1-ს (სსმ V, №40, 19.10.2010, მუხ.1173) II1 თავი თანდართული დანართის შესაბამისად.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე დ. მაჩიტიძე

 დანართი

თავი II1

ელექტრონული აუქციონის ფორმით წალკის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვის ზოგადი წესი

    მუხლი 81. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება

1. წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გამგებლის წინადადების საფუძველზე.

2. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს წალკის მუნიციპალიტეტი, მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მეშვეობით.

3. წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის მიზნით, ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება წალკის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, გაზეთ „24 საათში“ და ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება.

4. წალკის მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგვისას გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) პრივატიზების განმახორციელებელი/სარგებლობაში გადამცემი ორგანოს დასახელებას;

ბ) საპრივატიზებო/სარგებლობაში გადასაცემი ქონების დასახელებას;

გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს;

დ) საპრივატიზებო/სარგებლობაში გადასაცემი ქონების საწყის საპრივატიზებო /სარგებლობის საფასურს;

ე) ბეს თანხის ოდენობას;

ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს;

ზ) საპრივატიზებო/სარგებლობაში გადაცემის პირობებს;

თ) ბიჯის სიდიდეს;

ი) სარგებლობაში გადაცემისას – სარგებლობაში გადაცემის ვადას;

კ) გამყიდველის/სარგებლობაში გადამცემის საკონტაქტო ტელეფონს;

ლ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც განმკარგავი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.

5. აქციათა ან აქციათა პაკეტის (წილის) პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, დამატებით უნდა შეიცავდეს:

ა) იურიდული პირის იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო კოდს;

ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;

გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;

დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის საფასურს და წილს საზოგადოების კაპიტალში;

ე) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის ნომერს.

6. წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენს/სარგებლობაში მიმღებს უფლება აქვს მიიღოს საპრივატიზებო/სარგებლობაში გადასაცემი ქონების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.

7. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო/სარგებლობაში გადასაცემ ქონებას.

    მუხლი 82. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები

1. ელექტრონული აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებული პრები, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საფასურზე ბიჯის დამატებით.

2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:

ა) შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები);

ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;

გ) „ინტერნეტ ბანკინგის” საშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით ბეს თანხის გადახდა და/ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული საბანკო გარანტიის წარდგენა.

3. მონაწილემ, რომელსაც სურს წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა ქონების პრივატიზებისთვის/სარგებლობაში გადაცემისთვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში ბე უნდა გადაიხადოს თითოეული ქონებისთვის ცალ-ცალკე.

4. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:

ა) მონაწილე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო/სარგებლობის უფლებით გადასაცემი ქონების მყიდველად/ მოსარგებლედ.

ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები.

    მუხლი 83. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი

1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისთვის რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე, ამ წესის 82 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რის შემდეგაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი.

2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინ რეჟიმში.

3. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში.

4. ელექტრონული აუქციონის დასაწყისად ითვლება მისი ვებგვერდზე გამოცხადების მომენტი.

5. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება მანამ, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. წალკის მუნიციპალიტეტის ქონება ითვლება გაყიდულად/სარგებლობაში გადაცემულად იმ აუქციონის მონაწილეზე, რომლის მიერაც ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის შემოთავაზეული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.

6. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შემოთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შემოთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი.

7. აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე (არა უგვიანეს 2 წუთისა) ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს ბე. ბეს გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით.

8. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულსა და აუქციონის სხვა მონაწილეებს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

9. აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება თანხის სრულად გადახდის თარიღი და ქონების გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

10. აუქციონში გამარჯვებულთან გარიგებათა გაფორმების წესი რეგულირდება ამ წესით და მოქმედი კანონმდებლობით.

    მუხლი 84. მხარეთა უფლებები და მოვალეობები

1. წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია:

ა) შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები ნებისმიერ დროს და განათავსოს ვებგვერდზე;

ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან წალკის მუნიციპალიტეტს;

გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით;

დ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.

2. პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია კანონით დადგენილი წესით გადასცეს აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების/სარგებლობის უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში–საკუთრების/სარგებლობის უფლება ვალდებულებებთან ერთად).

3. მომხმარებელი უფლებამოსილია:

ა) გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს ქონება;

ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.

4. მომხმარებელი ვალდებულია:

ა) დაიცვას აუქციოში მონაწილეობის წესები და პირობები;

ბ) წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დადგენილ დროში გადაიხადოს შეძენილი/სარგებლობაში გადაცემული ქონების ღირებულება.

    მუხლი 85. ანგარიშსწორება

1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო დაწესებულებაში, ისე საკრედიტო ბარათის მეშვეობით, ასევე საბანკო გარატიის წარმოდგენის საშუალებით.

2. აუქციონის გვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს ლოტის ფასის გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე საბანკო დაწესებულებაში (საკუთარი საბანკო ანგარიშიდან) იხდის შესაბამის თანხას.

3. საკრედიტო ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებლი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და, შესაბამისად, გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

4. ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მომხმარებელს ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება.

5. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს ქონების ღირებულება ამ წესით დადგენილ ვადაში, რის შემდგეგაც ის მიიღებს სათანადო შეტყობინებას.

6. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეებს ბე დაუბრუნდებათ აუქციონის ჩატარების დღიდან არა უგვიანეს 7 საბანკო დღისა. ბე დაუბრუნდებათ იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა.