დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ძველი ბათუმის“ ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 31/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110902005, 06/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330130000.35.132.016076 |
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №49
2011 წლის 31 აგვისტო
ქ. ბათუმი
„ძველი ბათუმის“ ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. „ძველი ბათუმის“ ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №6 დადგენილებაში (სსმ, 16.02.2011წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. დადგენილება არ ვრცელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებზე. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და მის დამცავ ზონებში მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები