,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 148/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 01/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110901013, 02/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016185
  • Word
148/ნ
01/09/2011
ვებგვერდი, 110901013, 02/09/2011
430210000.22.022.016185
,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №148/ნ

2011 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებით (ვებპორტალი, 18.03.2011) დამტკიცებული ეროვნულ სასწავლო გეგმის მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 40. უცხოური ენები

1. უცხოური ენების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) პირველი უცხოური ენა (ისწავლება I-XII კლასებში);

ბ) მეორე უცხოური ენა (ისწავლებაVII– XII კლასებში).

2. პირველი კლასიდან სავალდებულოა ინგლისური ენის სწავლება.

3. პირველი უცხოური ენის სწავლება იწყება პირველი კლასიდან. მეორისა – VII კლასიდან (გარდა არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის დადგენილი გამონაკლისისა).

4. სკოლა უფლებამოსილია გამონაკლისის სახით, სამინისტროსთან შეთანხმებით, მეორე უცხოური ენის სწავლება დაიწყოს ნებისმიერი კლასიდან.

5. უცხოური ენების სწავლებამ მოსწავლეს უნდა განუვითაროს სახელმწიფო ენასთან ერთად სულ მცირე ორ ენაზე კომუნიკაციის უნარი.

6. დასაშვებია, რომ არაქართულენოვანმა სკოლებმა/სექტორებმა თავიანთ მოსწავლეებს, მშობლიური და სახელმწიფო ენების გარდა, ერთი უცხოური ენა ასწავლონ.

7. უცხოური ენების საგნობრივი ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ წერილობითი და ზეპირი ფორმით კომუნიკაცია უცხოურ ენაზე/ენებზე. ყველა სხვა საგნობრივი ჯგუფის მსგავსად, ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარის განვითარებას.

8. უცხოური ენის საგნობრივი სტანდარტები შედგენილია ენის ფლობის დონეების მიხედვით და საერთოა ნებისმიერი უცხოური ენისათვის. საგნობრივი პროგრამების შინაარსი ითვალისწინებს მხოლოდ რამდენიმე ენას, თუმცა სკოლას უფლება აქვს, მოსწავლეებს ამ ენების ნაცვლად სხვა ენა/ენები შესთავაზოს, რაც უნდა განისაზღვროს სასკოლო სასწავლო გეგმით.”.

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი