კონვენცია საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ

  • Word
კონვენცია საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/12/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 13/11/2000
ძალაში შესვლის თარიღი 26/01/2000
სარეგისტრაციო კოდი 480300000.02.002.000382
  • Word
05/12/1997
გაურკვეველი, -, 13/11/2000
480300000.02.002.000382
კონვენცია საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

კონვენცია

საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ

საქართველოს მთავრობა და თურქმენეთის მთავრობა ხელმძღვანელობენ რა მისწრაფებით განავითარონ და გააძლიერონ ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნიკური და კულტურული თანამშრომლობა, შემოსავლებსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვიტეს დადონ ეს კონვენცია და შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1. პირები, რომელთა მიმართაც გამოიყენება კონვენცია

ეს კონვენცია გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს.

    მუხლი 2. გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება კონვენცია

1. ეს კონვენცია გამოიყენება შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადების მიმართ, რომლებიც გადაიხდევინება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ქვედანაყოფების, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, მიუხედავად მათი გადახდევინების წესისა.

2. შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა გადასახადი, რომელიც გადაიხდევინება შემოსავლების მთლიანი თანხიდან, კაპიტალის მთლიანი თანხიდან ან მათი ცალკეული ელემენტებიდან, უძრავ-მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების, საწარმოს მიერ გადახდილი ხელფასის ან ჯამაგირის მთლიან თანხებზე გადახდევინებული გადასახადების, აგრეთვე, კაპიტალის მატებიდან მიღებულ შემოსავლებზე გადახდევინებული გადასახადების ჩათვლით.

3. არსებულ გადასახადებს, რომლებზეც ვრცელდება კონვენცია, კერძოდ, წარმოადგენს:

a) საქართველოში:

(i) საწარმოთა მოგების (შემოსავლის) გადასახადი;

(ii) ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი;

(iii) ქონების გადასახადი;

(შემდგომში წოდებულნი როგორც „საქართველოს გადასახადები“).

b) თურქმენეთში:

(i) მოგების (შემოსავლის) გადასახადი;

(ii) ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი;

(iii) წიაღისეულით სარგებლობის გადასახადი;

(iv) საწარმოთა ქონების გადასახადი;

(v) მიწის გადასახადი;

(შემდგომში წოდებულნი, როგორც „თურქმენეთის გადასახადები“).

4. კონვენცია გამოიყენება, აგრეთვე ყველა იდენტური ან ანალოგიური გადასახადების მიმართ, რომლებიც ამ კონვენციის ხელმოწერის შემდეგ იქნება გადახდევინებული არსებულ გადასახადებზე დამატებთი ან მათ ნაცვლად, ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები აცნობებენ ერთმანეთს მათ შესაბამის საგადასახადო კანონებში შეტანილი პრინციპული ცვლილებების შესახებ.

    მუხლი 3. ზოგადი განსაზღვრებანი

1. ამ კონვენციაში, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:

a) ტერმინი „ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო“, კონტექსტიდან გამომდინარე, ნიშნავს საქართველოს ან თურქმენეთს;

b) ტერმინი „საქართველო“ გეოგრაფიული მნიშვნელობით ნიშნავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში მოქცეულ მის ტერიტორიას, შიდა და ტერიტორიული წყლების ჩათვლით, აგრეთვე განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, სუვერენული უფლებები და საგადასახადო კანონმდებლობა;

c) ტერმინი „თურქმენეთი“ ნიშნავს თურქმენეთს და გეოგრაფიული მნიშვნელობით მოიცავს ნებისმიერ მხარეს ტერიტორიული წყლების გარეთ, რომელიც საერთაშორისო სამართლისა და თურქმენეთის კანონმდებლობის თანახმად, ითვლება მხარედ, რომლის ფარგლებშიც თურქმენეთს შეუძლია განახორციელოს თავისი უფლებები ზღვის ფსკერის, წიაღისეულისა და მათი ბუნებრივი რესურსების მიმართ;

d) ტერმინი „პირი“ მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;

e) ტერმინი „კომპანია“ ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას, რომელიც დაბეგვრის მიზნით განიხილება როგორც კორპორაციული წარმონაქმნი;

f) ტერმინი „ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“, შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;

g) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა“ ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ ექსპლუატირებული საზღვაო, სამდინარო ან საჰაერო ხომალდით, საავტომობილო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი გადაზიდვა ხორციელდება უშუალოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;

h) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს:

(i) საქართველოში – ფინანსთა მინისტრს ან მის სრულუფლებიან წარმომადგენელს;

(ii) თურქმენეთში – ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრს და მთავარ სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას ან მათ სრულუფლებიან წარმომადგენელს;

i) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს:

(i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობა;

(ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან ასოციაციას, რომელსაც ასეთი სტატუსი მიღებული აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ კონვენციის გამოყენებისას, ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზედაც ვრცელდება კონვენცია, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

    მუხლი 4. რეზიდენტი

1. ამ კონვენციის მიზნებისათვის, ტერმინი „ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი“ ნიშნავს პირს, რომელიც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება იქ დაბეგვრას საცხოვრებელი ადგილის, მუდმივი ადგილსამყოფელის, მართვის ადგილის ან სხვა ანალოგიური კრიტერიუმის მიხედვით. ამასთან, ეს ტერმინი არ მოიცავს პირს, რომელიც ექვემდებარება ამ სახელმწიფოში დაბეგვრას მხოლოდ ამ სახელმწიფოში არსებული წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით ან ამ სახელმწიფოში არსებულ კაპიტალთან დაკავშირებით.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც პივრელი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი გვევლინება ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:

a) იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას მუდმივი საცხოვრებელი ორივე სახელმწიფოში აქვს, იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);

b) თუ შეუძლებელია იმ სახელმწიფოში დადგენა, სადაც მას აქვს სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი ან თუ მას არც ერთ ამ სახელმწიფოში არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი, იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც ჩვეულებრივ ცხოვრობს;

c) თუ იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე სახელმწიფოში ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს არცერთ მათგანში, იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის ნაციონალურ პირსაც წარმოადგენს;

d) თუ იგი არ არის არც ერთი მათგანის ნაციონალური პირი, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ ამ საკითხს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად პირი, რომელიც არ წარმოადგენს ფიზიკურ პირს, ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტია, მაშინ იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომელშიც მდებარეობს მისი ფაქტობრივი მართვის ადგილი.

    მუხლი 5. მუდმივი დაწესებულება

1. ამ კონვენციის მიზნებისათვის, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ ნიშნავს საქმიანობის მუდმივ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმო მთლიანად  ან ნაწილობრივ ახორციელებს კომერციულ საქმიანობას.

2. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“, კერძოდ, მოიცავს:

a) მართვის ადგილს;

b) ფილიალს;

c) ოფისს;

d) ფაბრიკას;

e) სახელოსნოს;

f) მაღაროს, გაზის ან ნავთობის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს.

3. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ აგრეთვე მოიცავს:

a) სამშენებლო მოედანს, სამშენებლო, სამონტაჟო, საამწყობო ობიექტს ან საზედამხედველო საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ ობიექტებთან, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც მათთან დაკავშირებული სამუშაოთა ხანგრძლივობა აღემატება ექვს თვეს;

b) მომსახურების გაწევა, საკონსულტაციო მომსახურების ჩათვლით, საწარმოს მიერ საკუთარი მოსამსახურეების ან ამ მიზნის განსახორციელებლად საწარმოს მიერ დაქირავებული სხვა პერსონალის მიერ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ასეთი სახის საქმიანობა (ერთი ან რამდენიმე ობიექტისათვის) ქვეყნის ფარგლებში შეადგენს პერიოდს ან პერიოდებს, რომლებიც საერთო ჯამში აღემატება 183 დღეს ნებისმიერ თორმეტთვიან პერიოდში.

4. ამ მუხლის წინამდებარე დებულებების მიუხედავად, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ არ მოიცავს საქმიანობის შემდეგ სახეებს:

a) ნაგებობების გამოყენება საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობათა მხოლოდ შენახვის ან დემონსტრირების მიზნით;

b) საქონლის ან ნაკეთობათა მარაგის შენახვა, რომლებიც საწარმოს აქვს მხოლოდ შენახვის ან დემონსტირების მიზნით;

c) საქონლის ან ნაკეთობათა მარაგის შენახვა, რომლებიც საწარმოს აქვს მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;

d) საქმიანობის მუდმივი ადგილის შენახვა მხოლოდ საწარმოსათვის საქონლის ან ნაწარმის შესყიდვის ან ინფორმაციის შეგროვების მიზნით;

e) საქმიანობისათვის მუდმივი ადგილის შენახვა საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;

f) საქმიანობის მუდმივი ადგილის შენახვა a) – e) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა სახეობების ნეისმიერი კომბინაციის განსახორციელებლად; იმ პირობით, რომ მუდმივი ადგილის მეშვეობით განხორციელებულ ერთობლივ საქმიანობას, რომელიც წარმოიშობა ასეთი კომბინაციის შედეგად, აქვს მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათი.

5. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებათა მიუხედავად, თუ პირი დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის გარდა, რომელზეც საუბარია მე-7 პუნქტში, ხელშემკვრელ სახელმწიფოში მოქმედებს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს სახელით, მაშინ ეს საწარმო განიხილება როგორც მუდმივი დაწესებულების მქონედ პირველად ხსენებულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ნებისმიერი საქმიანობის მიმართ, რომელსაც აღნიშნული პირი ასრულებს საწარმოსათვის, თუ ამ პირს:

a) გააჩნია და ჩვეულებრივ იყენებს ამ სახელმწიფოში უფლებამოსილებას დადოს კონტრაქტები საწარმოს სახელით, იმ შემთხვევის გამოკლებით, როცა ამ პირის საქმიანობა შემოიფარგლება მე-4 პუნქტში მითითებულით, რომელიც თუ ხორციელდება კიდეც საქმიანობის მუდმივი ადგილის მეშვეობით, ამ პუნქტის დებულებათა თანახმად, არ გადააქცევს ამ საქმიანობის მუდმივ ადგილს მუდმივ დაწესებულებად;

b) არ გააჩნია ასეთი უფლებამოსილება, მაგრამ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, ჩვეულებრივ, ინახავს საქონელისა და პროდუქციის მარაგს, რომელსაც იგი რეგულარულად აწვდის საწარმოს.

6. ამ მუხლის წინამდებარე დებულებათა მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს სადაზღვევო საწარმოები, ხელმეორედ გადაზღვევის შემთხვევების გარდა, ჩაითვლებიან, როგორც მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ, თუ იგი ამ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე აგროვებს სადაზღვევო პრემიებს ან აზღვევს იქ შესაძლებელი რისკისაგან პირის საშუალებით, რომელიც არ წარმოადგენს მე-7 პუნქტში აღნიშნულ დამოუკიდებელ აგენტს.

7. ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმო არ განიხილება როგორც მუდმივი დაწესებულების მქონე, თუ იგი ამ სახელმწიფოში კომერციულ საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან ნებისმიერი სხვა დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული საქმიანობის ფარგლებში. ამასთან, თუ ასეთი აგენტის საქმიანობა მთლიანად ან თითქმის მთლიანად მიმართულია ამ საწარმოსათვის განხორციელებული საქმიანობისაკენ, მაშინ ამ პუნქტის ფარგლებში იგი არ იქნება განხილული როგორც დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტი.

8. ის ფაქტი, რომ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია აკონტროლებს ან კონტროლირდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი. კომპანიის მიერ, ან ახორციელებს კომერციულ საქმიანობას ამ მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების ან სხვა მსგავსის მეშვეობით), თავისთავად ერთ-ერთ ამ კომპანიას არ გადააქცევს მეორის მუდმივ დაწესებულებად.

    მუხლი 6. შემოსავლები უძრავი ქონებიდან

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავლები მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან (სოფლისა და სატყეო მეურნეობიდან მიღებული შემოსავლების ჩათვლით) შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ტერმინს „უძრავი ქონება“ უნდა ჰქონდეს ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ეს ტერმინი, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა შეიცავდეს ქონებას, რომელსაც გააჩნია დამხმარე ხასიათი უძრავი ქონების მიმართ, პირუტყვს და მოწყობილობას, რომელიც გამოიყენება სოფლისა და სატყეო მეურნეობაში, უფლებებს, რომელთა მიმართაც იყენებენ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებულ ზოგადი სამართლის დებულებებს, უძრავი ქონების უზუფრუქტს და უფლებას ცვალებად და ფიქსირებულ გადასახადებზე, რომლებიც გადაიხდება როგორც კომპენსაცია მინერალური რესურსების, წყაროების და სხვა ბუნებრივი წიაღისეულის დამუშავებისათვის ან დამუშავების უფლებისათვის. საზღვაო, სამდინარო და საჰაერო ხომალდები, საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებანი არ განიხილება როგორც უძრავი ქონება.

3. 1-ლი პუნქტის დებულებები გამოიყენება აგრეთვე შემოსავლებზე, რომლებიც მიიღება უძრავი ქონების პირდაპირ გამოყენებიდან, იჯარით გაცემიდან ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენებიდან.

4. 1-ლი და მე-3 პუნქტების დებულებები გამოიყენება, აგრეთვე, საწარმოს უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავლებზე და შემოსავლებზე უძრავი ქონებიდან, რომელიც გამოიყენება დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გასაწევად.

    მუხლი 7. მოგება სამეწარმეო საქმიანობიდან

1. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას.

2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მაშინ თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლება მიეღო, თუ იგი იქნებოდა განკერძოებული და ცალკე საწარმო, იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებული იმავე ან ანალოგიურ პირობებში და იმოქმედებდა სრულიად დამოუკიდებლად იმ საწარმოსაგან, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც იგი წარმოადგენს.

3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია ხარჯების გამოქვითვა, რომლებიც  გაწეულია ასეთი მუდმივი დაწესებულების მიზნებისათვის, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმისგან დამოუკიდებლად, ეს ხარჯები გაწეულია იმ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ.

4. თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ჩვეულებრივ პრაქტიკას წარმოადგენს მუდმივი დაწესებულების კუთვნილი მოგების განსაზღვრა საწარმოს მოგების მთლიანი თანხის ამ საწარმოს სხვადასხვა ქვედანაყოფებს შორის პროპორციული განაწილების საფუძველზე, მაშინ მეორე პუნქტში არაფერი არ უკრძალავს ხელშემკვრელ სახელმწიფოს, განსაზღვროს დასაბეგრი მოგება ასეთი განაწილების მეშვეობით, განაწილების არჩეული მეთოდი უნდა იძლეოდეს ამ მუხლის პრინციპების შესაბამის შედეგს.

5. მუდმივ დაწესებულებას არ დაერიცხება არავითარი მოგება მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ამ მუდმივმა დაწესებულებამ შეიძინა საქონელი ან ნაკეთობანი საწარმოსათვის.

6. წინამდებარე პუნქტების მიზნებისათვის მუდმივი დაწესებულების კუთვნილი მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იგივე მეთოდით, თუკი რაიმე დამაჯერებელი და საკმარისი მიზეზი არ იქნება მის შესაცვლელად.

7. იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლების ისეთ სახეებს, რომლებიც განხილულია ამ კონვენციის სხვა მუხლებში, იმ მუხლების დებულებებს არ შეეხება ამ მუხლის დებულებები.

    მუხლი 8. საერთაშორისო გადაზიდვები

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საზღვაო, სამდინარო ან საჰაერო ხომალდების, საავტომობილო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატაციიდან მიღებული მოგება დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

2. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი სატრანსპორტო საწარმოს მიერ მიღებული მოგება საქონლის ან პროდუქციის გადასაზიდი კონტეინერების (ასეთი კონტეინერების გადასატანი ტრეილერებისა და სხვა მოწყობილობის ჩათვლით) გამოყენებიდან, შენახვიდან ან იჯარიდან, დაიბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, გარდა კონტეინერების მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოყენებიდან მიღებული მოგებისა.

3. 1-ლი პუნქტის დებულებები გამოიყენება აგრეთვე პულში, ერთობლივ საწარმოებში ან სატრანსპორტო საშუალებების საექსპლუატაციო საერთაშორისო ორგანიზაციაში მონაწილეობის შედეგად მიღებული მოგებსი მიმართ.

    მუხლი 9. ასოცირებული საწარმოები:

1. იმ შემთხვევაში, როდესაც:

a) ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, ან

b) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში. და ორივე შემთხვევაში ამ ორ საწარმოს შორის კომერციულ და ფინანსურ ურთიერთდამოკიდებულებაში იქმნება ან მყარდება პირობები, განსხვავებული იმათგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდათ ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობისას, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც შეიძლებოდა რომელიმე მათგანს დარიცხოდა, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო მას არ დაერიცხა; შეიძლება ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ჩართულ იქნეს ამ საწარმოს მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში რთავს და შესაბამისად ბეგრავს მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო დაიბეგრა ამ მეორე სახელმწიფოში, და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლებოდა დარიცხვოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს საწარმოს, თუკი ამ ორ საწარმოს შორის იქნებოდა იგივე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ეს მეორე სახელმწიფო მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას. ასეთი კორექტირების განსაზღვრისას, სათანადო წესით იქნება გათვალისწინებული ამ კონვენციის სხვა დებულებებიც, ხოლო აუცილებელობის შემთხვევაში, ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები აწარმოებენ კონსულტაციებს ერთმანეთთან.

    მუხლი 10. დივიდენდები

1. დივიდენდები, რომლებსაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია გადაუხდის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს რეზიდენტს, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამასთან, ასეთი დივიდენდები შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდის გადამხდელი კომპანია, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ მიმღები წარმოადგენს დივიდენდების ფაქტობრივ მფლობელს, მაშინ ასეთი სახით გადახდევინებული გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს დივიდენდების საერთო თანხის 10%-ს. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმებით დაადგნენ ასეთი შეზღუდვის გამოყენების წესს.

ეს პუნქტი არ შეეხება კომპანიის დაბეგვრას იმ მოგებასთან მიმართებით, რომლიდანაც გაიცემა დივიდენდები.

3. ამ მუხლში გამოყენებისას ტერმინი „დივიდენდები“ ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, რომლებიც არ წარმოადგენენ სავალე მოთხოვნებს, იძლევიან მოგებაში მონაწილეობის უფლებას, აგრეთვე შემოსავალს სხვა კორპორაციული უფლებებიდან; რომლებიც ექვემდებარებიან ისეთსავე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებზე შემოსავალი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია.

4. 1-ლი და მე-2 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ფაქტობრივი მფლობელი, როგორც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს კომერციულ საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიც არის დივიდენდების გადამხდელი კომპანია, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობთი ან ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული მუდმივი ბაზიდან და ჰოლდინგი, რომლის მიმართაც გადაიხდება დივიდენდები, ნამდვილად განეკუთვნება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან მუდმივ ბაზას. ასეთ შემთხვევაში, ვითარებიდან გამომდინარე, გამოიყენება მე-7 და მე-14 მუხლების დებულებები.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია იღებს მოგებას ან შემოსავალს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ამ მეორე სახელმწიფოს შეუძლია მთლიანად გაათავისუფლოს აღნიშნული კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდები გადასახადისაგან, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ეს დივიდენდები გადაეხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს ან თუ ჰოლდინგი, რომლის მიმართაც გადაიხდება დივიდენდები, ნამდვილად განეკუთვნება მეორე სახელმწიფოში მდებარე მუდმივ დაწესებულებას ან მუდმივ ბაზას და არ შეუძლია დაბეგვრას დაუქვემდებაროს კომპანიის გაუნაწილებელი მოგება მაშინაც კი, თუ დივიდენდები გაიცემა ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოქმნილი მოგებიდან ან შემოსავლებიდან.

    მუხლი 11. პროცენტი

1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამასთან, ასეთი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს აგერთვე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ისინი წარმოიქმნება და ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ მიმღები წარმოადგენს პროცენტების ფაქტობრივ მფლობელს, მაშინ გადახდევინებული გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს პროცენტების მთლიანი თანხის 10%-ს. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანმხებით დაადგენენ ასეთი შეზღუდვის გამოყენების წესს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებათა მიუხედავად, პროცენტები, რომლებიც წარმოიქმნება:

a) საქართველოში და გადაეხდება თურქმენეთის მთავრობას ან თურქმენეთის ცენტრალურ ბანკს, გათავისუფლდება საქართველოს გადასახადისაგან;

b) თურქმენეთში და გადაეხდება საქართველოს მთავრობას ან საქართველოს ეროვნულ ბანკს, გათავისუფლდება თურქმენეთის გადასახადისაგან.

4. ამ მუხლში გამოყენებული ტერმინი „პროცენტი“ ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალე ვალდებულებიდან, იპოთეკური უზრუნველყოფისა და მევალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად და, კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და ობლიგაციებიდან ან სავალე მოთხოვნებიდან, ამ ფასიანი ქაღალდებიდან, ობლიგაციებიდან ან სავალე მოთხოვნებიდან მიღებული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით. ამ მუხლის მიზნებისათვის, ჯარიმები არათავისდროულ გადახდაზე არ განიხილება როგორც პროცენტი.

5. 1-ლი და მე-2 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც პროცენტების ფაქტობრივი მფლობელი, ახორციელებს კომერციულ საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც წარმოიშობა პროცენტები იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ამ მეორე სახელმწიფოში ეწევა დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული მუდმივი ბაზის მეშვეობით და სავალე ვალდებულება, რომლის საფუძველზეც გადაიხდება პროცენტები, ნამდვილად არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან მუდმივ ბაზასთან. ასეთ შემთხვევაში, ვითარებიდან გამომდინარე, გამოიყენება მე-7 და მე-14 მუხლების დებულებები.

6. ითვლება, რომ პროცენტები წარმოიქმნება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ გადამხდელად გამოდის თვითონ ეს სახელმწიფო, მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ქვედანაყოფი, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო ან ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ პროცენტების გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, გააჩნია ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა, რომლებთან დაკავშირებითაც წარმოიქმნა დავალიანება, რომელზეც გადაიხდება პროცენტები, და ამ პროცენტების გადახდის ხარჯებს ეწევა ასეთი მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა, მაშინ ითვლება, რომ ასეთი პროცენტები წარმოიქმნება იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა.

7. თუ გადამხდელსა და პროცენტების ფაქტობრივ მფლობელს შორის ან მათსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო სავალე ვალდებულებაზე განკუთვნილი პროცენტული თანხა, რომლის საფუძველზეც იგი გადაიხდება, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და პროცენტის ფაქტობრივ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახადის ნამეტი ნაწილი კვლავ ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.

    მუხლი 12. როიალტი

1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამასთან, ასეთი როიალტი შეიძლება დაიბეგროს ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც იგი წარმოიქმნება და, მისი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ მიმღები არის როიალტის ფაქტობრივი მფლობელი, ასეთ შემთხვევაში გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს როიალტის საერთო თანხის 10 პროცენტს. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმებით დააწესებენ ასეთი შეზღუდვის გამოყენების წესს.

3. ამ მუხლში გამოყენებისას ტერმინი „როიალტი“ ნიშნავს ნებისმიერი სახის გადასახდელებს, რომლებიც მიიღება ანაზღაურების სახით ლიტერატურის, ხელოვნების ან მეცნიერების ნაწარმოების გამოყენების ან გამოყენებაზე საავტორო უფლების მიცემისათვის, კინემატოგრაფიული ფილმების, რადიო ან სატელევიზიო გადაცემის ჩანაწერების, კომპიუტერული პროგრამების, ნებისმიერი პატენტის, სავაჭრო მარკის, დიზაინის ან მოდელის, გეგმის, საიდუმლო ფორმულის ან პროცესის ჩათვლით, ან სამრეწველო, კომერციული, ან სამეცნიერო მოწყობილობის გამოყენების ან გამოყენების უფლების მიცემისათვის ან ინფორმაციისათვის, რომელიც ეხება სამრეწველო, კომერციულ ან სამეცნიერო გამოცდილებას.

4. 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალტის ფაქტობრივი მფლობელი, როგორც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი. ახორციელებს კომერციულ საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიქმნება როიალტი, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვოებით, ან ეწევა ამ მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული მუდმივი ბაზის მეშვეობით, და უფლება ან ქონება, რომლის მიმართაც გადაიხდება როიალტი, ნამდვილად არის დაკავშირებული ამ მუდმივ დაწესებულებასთან ან მუდმივ ბაზასთან. ამ შემთხვევაში, გარემოებათა შესაბამისად, გამოიყენება მე-7 ან მე-14 მუხლების დებულებები.

5. ითვლება, რომ როიალტი წარმოიქმნება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ გადამხედლი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს, თუ როიალტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, გააჩნია ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა, რომლებთან დაკავშირებითაც წარმოიქმნა დავალიანება, რომელზეც გადაიხდება როიალტი, და ამ როიალტის გადახდის ხარჯებს ეწევა ასეთი მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა, მაშინ ითვლება, რომ ასეთი როიალტი წარმოიქმნება იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა.

6. თუ გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ან მათ და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო როიალტის თანხა, რომელიც დაკავშირებულია სარგებლობასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომელთა საფუძველზეც იგი გადაიხდება, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახადის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.

    მუხლი 13. ქონების ნამატი ღირებულება

1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონების გასხვისებიდან, როგორც ეს განსაზღვრულია მე-6 მუხლში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც შეადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს ან შემოსავლები ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე მუდმივი ბაზის კუთვნილი მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც განკუთვნილია დამოუკიდებელი პირადი მომსახურებსი გასაწევად, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთობლივად) ან ასეთი მუდმივი ბაზის გასხვისებიდან მიღებული შემოსავლების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

3. შემოსავლები, რომლებიც მიიღება ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო, სამდინარო ან საჰაერო ხომალდების, საავტომობილო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების ან მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან, დაიბეგრება მხოლოდ იმ სახელმწიფოში.

4. შემოსავლები, რომლებიც მიიღება იმ კომპანიის სააქციო კაპიტალის აქციების გასხვისებიდან, რომლის ქონება უმთავრესად პირდაპირ ან არაპირდაპირ შედგება ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებისაგან, შეიძლება დაიბეგროს ამ სახელმწიფოში.

5. შემოსავლები იმ აქციების გასხვისებიდან, გარდა მე-4 პუნქტში მითითებულისა, რომელიც შეესაბამება ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის კაპიტალში 15 პროცენტიან ან მეტ მონაწილეობას, შეიძლება დაიბეგროს ამ სახელმწიფოში.

6. შემოსავლები ნებისმიერი სხვა ქონების გასხვისებიდან, გარდა იმისა, რომელზეც ლაპარაკია 1-ლ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში, დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებული პირი.

    მუხლი 14. დამოუკიდებელი პირადი მომსახურება

1. შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი პროფესიონალური მომსახურების გაწევის ან სხვა დამოუკიდებელი ხასიათის საქმიანობის შედეგად, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, იმ შემთხვევების გამოკლებით, როცა ასეთი შემოსავლი შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ:

A) მას თავისი საქმიანობის განხორციელების მიზნებისათვის გააჩნია რეგულარულად გამოყენებადი მუდმივი ბაზა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში-მხოლოდ შემოსავლების მიმართ, რომელიც  განეკუთვნება ამ მუდმივ ბაზას; ან

b) იგი იმყოფება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში 183 ან მეტი დღის განმავლობაში თორმეტთვიან პერიოდში, რომელიც იწყება ან მთავრდება განსახილველ კალენდარულ წელში – ამ შემთხვევაში მხოლოდ მისი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების მიმართ, რომელიც შესრულებულია ამ სახელმწიფოში ამ წელს.

2. ტერმინი „პროფესიონალური მომსახურება“ შეიცავს, კერძოდ, დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურულ, სამსახიობო, საგანმანათლებლო და პედაგოგიურ საქმიანობას, აგრეთვე ექიმების, ადვოკატების, ინჟინრების, არქიტექტორების, სტომატოლოგების და ბუღალტრების დამოუკიდებელ საქმიანობას.

    მუხლი 15. დამოკიდებული ინდივიდუალური მომსახურება

1. მე-16, მე-18 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ერთი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებული შრომით მიღებული ხელფასი, ჯამაგირი და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი, იბეგრება მხოლოდ იმ სახელმწიფოში, თუ დაქირავებული მუშაობა არ ხორციელდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ დაქირავებული მუშაობა ხორციელდება ასეთი სახით, ამასთან დაკავშირებთი მიღებული ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. 1-ლი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებული მუშაობიდან მიღებული გასამრჯელო იბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ:

A) მიმღები იმყოფება მეორე სახელმწიფოში პერიოდის ან პერიოდების განმავლობაში, რომელიც საერთო ჯამში არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ კალენდარულ წელში; და

B) გასამრჯელო გაიცემა დამქირავებლის მიერ ან დამქირავებლის სახელით, რომელიც არ წარმოადგენს ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს; და

C) გასამრჯელოს გაცემაზე ხარჯებს არ ეწევა მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა, რომლებიც დამქიარვებელს გააჩნია ამ მეორე სახელმწიფოში.

3. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, გასამრჯელო, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო გადაზიდვებში ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ ექსპლუატირებული საზღვაო, სამდინარო ან საჰაერო ხომალდებზე, საავტომობილო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებზე განხორციელებულ დაქირავებულ მუშაობასთან, შეიძლება დაიბეგროს ამ სახელმწიფოში.

    მუხლი 16. დირექტორთა ჰონორარები

დირექტოთრა ჰონორარები და სხვა მსგავსი გადახდები, რომლებსაც მიიღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

    მუხლი 17. მსახიობები და სპორტსმენები

1. მე-14 და მე-15 მუხლების დებულებათა მიუხედავად, შემოსავალი რომელსაც მიიღებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, როგორიც არის თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, მისი პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც განახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი (სწორედ, როგორც ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი), დაერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, ამ შეთანხმების მე-7, მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის და სპორტსმენის საქმიანობა.

3. 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებები არ ეხება შემოსავალს, რომელსაც ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი მიიღებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული საქმიანობიდან, თუ ამ სახელმწიფოში ვიზიტი მთლიანად ფინანსირდება ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მათი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ქვედანაყოფებსი ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების საზოგადოებრივი ფონდებიდან. ასეთ შემთხვევაში, შემოსავალი იბეგრება მხოლოდ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს აღნიშნული ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი.

    მუხლი 18. პენსიები

მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი, რომლებიც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს გადაეხდება წარსულში განხორციელებულ დაქირავებულ შრომასთან დაკავშირებთი, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

    მუხლი 19. სახელმწიფო სამსახური

1. a) ხელშემკვრელ სახელმწიფოს ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიორიული ქვედანაყოფის, ან ხელისფულების ადგილობრვიი ორგანოს მიერ ნებისმიერი ფიზიკური პირისათვის გადახდილი პენსიისაგან განსხვავებული გასამრჯელო, ამ სახელმწიფოს ან მისი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიმართ გაწეული მომსახურებისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;

b)ამასთან, ამგვარი გასამრჯელო იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ მომსახურება ხორციელდება ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს, რომელიც:

(i) არის ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირი, ან

(ii) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ მომსახურების გაწევის მიზნით.

2. a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ, ან მათ მიერ შექმნილი ფონდებიდან ნებისმიერი ფიზიკური პირისათვის გადახდილი პენსია, ამ სახელმწიფოსათვის, მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ქვედანაყოფისათვის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსათვის გაწეული მომსახურებისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

b)ამასთან, ამგვარი პენსია იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს და ნაციონალურ პირს.

3. ამ კონვენციის მე-15, მე-16 და მე-18 მუხლების დებულებები გამოიყენება გასამრჯელოებსა და პენსიებზე მომსახურების მიმართ, რომელიც გაწეულია ხელშემკვრელი სახელმწიფოს, ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ კომერციული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით.

    მუხლი 20.  სტუდენტები

სტუდენტის ან სტაჟიორის მიერ მიღებული ანაზღაურებანი, რომელიც ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩამოსვლამდე იყო ან არის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს რეზიდენტი და პივრელად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ და მხოლოდ სწავლის ან განათლების მიღების მიზნით, ხოლო ეს ანაზღაურებანი განკუთვნილია ცხოვრების, სწავლისა და განათლების მისაღებად, არ დაიბეგრება ამ სახელმწიფოში, თუ ანაზღაურების წყაროების ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მდებარეობს.

    მუხლი 21. სხვა შემოსავლები

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლების სახეები, რომლებიც არ არიან მოხსენებული ამ შეთანმხების წინა მუხლებში, მათი წარმოქმნის წყაროს მიუხედავად ექვემდებარებიან დაბეგვრას ამ სახელმწიფოში.

2. 1-ლი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება სხვა შემოსავლების მიმართ, რომლებიც განსხვავებულია მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლებისაგან, თუ ამ შემოსავლების მიმღები წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, რომელიც კომერციულ საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული მუდმივი ბაზიდან და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებთიაც მიღებულია შემოსავალი, ნამდვილად არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან მუდმივ ბაზასთან. ამ შემთხვევაში, გარემოებიდან გამომდინარე, გამოიყენება მე-7 ან მე-14 მუხლების დებულებები.

3. 1-ლი და მე-2 პუნქტების მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლის სახეები, რომლებიც მოხსენიებული არ არიან ამ კონვენციის წინა მუხლებში და წარმოიქმნებიან მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შეიძლება ასევე დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

    მუხლი 23. კაპიტალი

1. უძრავი ქონებით წარმოდგენილი კაპიტალი, რომელზეც ლაპარაკია მე-6 მუხლში და წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის საკუთრებას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. მოძრავი ქონებით წარმოდგენილი კაპიტალი, რომელიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ან წარმოდგენილია მუდმივ ბაზასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, რომელიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნებისათვის, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

3. კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო, სამდინარო ან საჰაერო ხომალდებით, საავტომობილო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებთი ან მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, რომელიც ეკუთვნის ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის კაპიტალის ყველა სხვა ელემენტი იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

    მუხლი 23. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება

1. თუ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომლებიც ამ კონვენციის დებულებათა თანახმად შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, პირველად ხსენებული სახელმწიფო დაუშვებს:

a) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან თანხის გამოქვითვას, რომელიც ამ მეორე სახელმწიფოში მიღებულ შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;

b) ამ რეზიდენტის კაპიტალიდან გადასახადიდან თანხის გამოქვითვას, რომელიც ამ მეორე სახელმწიფოში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.

ეს გამოქვითვები, ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალსა და კაპიტალის გადასახადის ნაწილს, რომელიც გამოთვლილია გამოქვითვის წარდგენამდე და მიეკუთვნება შემოსავლსა და კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში, გარემოებიდან გამომდინარე.

2. თუ კონვენციის ნებისმიერ სხვა დებულებათა შესაბამისად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან კაპიტალი გათავისუფლებულია გადასახადისაგან ამ სახელმწიფოში, ამ რეზიდენტის შემოსავლის ან კაპიტალის დარჩენილ ნაწილზე გადასახადის თანხის განსაზღვრისას, ამ სახელმწიფოს, მიუხედავად ამისა, შეუძლია მხედველობაში მიიღოს გადასახადისაგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალი.

3. ამ მუხლის მიზნებისათვის ჩაითვლება, რომ თურქმენეთის გადასახადი მოიცავს ნებისმიერ თანხას, რომელიც გადაიხდებოდა როგორც თურქმენეთის გადასახადი გადასახადისაგან განთავისუფლებისა და შეღავათების არარსებობისას, რომელთან დაკავშირებითაც ეს თანხა არ გადაიხდება შეღავათიანი რეჟიმის შესახებ თურქმენეთის კანონმდებლობის საფუძველზე.

4. ამ მუხლის მიზნებისათვის, ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული მოგება, შემოსავალი ან ღირებულების ნამეტი და კაპიტალი, რომელიც ასეთ რეზიდენტს ეკუთვნის და, რომელიც შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ კონვენციის შესაბამისად, უნდა ჩაითვალონ ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რომელიმე მფლობელის მიერ მიღებულად ან მის კუთვნილებად.

    მუხლი 24. არადისკრიმინაცია

1. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ დაექვემდებარებიან მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, ვიდრე დაბეგვრას და მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, რეზიდენციის თვალსაზრისით. ეს დებულება, 1-ლი მუხლის დებულებების მიუხედავად, გამოიყენება აგერთვე ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მოქალაქეობის არმქონე პირები, არცერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ ნებისმიერ დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, განსხვავებულს ან უფრო მძიმეს, ვიდრე დაბეგვრა და მასთან დაკავშირებული ვალდებულება, რომლებსაც ექვემდებარებიან ამ სახელმწიფოთა ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში.

3. მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა, რომელიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, არ უნდა იყოს ნაკლებად ხელსაყრელი ამ მეორე სახელმწიფოში, ვიდრე იმ საწარმოთა დაბეგვრა, რომლებიც ამგვარ საქმიანობას ახორციელებენ ამ მეორე სახელმწიფოში. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ავალდებულებდეს ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოს მიანიჭოს მეორე  ხელშემკვრელი სახელმწფიოს რეზიდენტებს რაიმე პირადი შეღავათები, გამოქვითვები და ფასდაკლებები დაბეგვრაში მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახურ გარემოებათა საფუძველზე, რომლებსაც იგი ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს.

4. იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც გამოიყენება მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის ან მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის დებულებები, პროცენტი, როიალტი ან სხვა გადახდები, რომლებსაც აწარმოებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე სახელმწფიოს რეზიდენტზე, ასეთი საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნებისათვის უნდა დაექვემდებარონ გამოქვითვებს იმავე პირობით, მათი გადახდა რომ ხდებოდეს პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტისათვის. ანალოგიურად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს ნებისმიერი დავალიანება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისადმი, ამ საწარმოს დასაბეგრი კაპიტალის განსაზღვრის მიზნებისათვის უნდა დაექვემდებაროს გამოქვითვებს იმავე პირობებით, როგორც პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტის დავალიანება.

5. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო, რომლის კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს ერთ ან რამდენმიე რეზიდენტს ან მთლიანად ან ნაწილობრივ კონტროლირდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებაროს ნებისმიერ დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებებს, განსხვავებულს ან უფრო დამამძიმებელს, ვიდრე დაბეგვრა ან მასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომლებსაც შეიძლება დაექვემდებარონ პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.

6. მე-2 მუხლის დებულებების მიუხედავად, ამ მუხლის დებულებები გამოიყენება ნებისმიერი სახის გადასახადებზე.

    მუხლი 25. ურთიერთშესათანხმებელი პროცედურა

1. თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ კონვენციის დებულებათა შეუსაბამოდ, მას შეუძლია, ამ სახელმწიფოთა ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის საშუალებათა მიუხედავად, წარადგინოს თავისი საქმე განსახილველად იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს ან, თუ მისი შემთხვევა ხვდება 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოქმედების ქვეშ, იმ სახელმწიფოში, რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს სამი წლის განმავლობაში პირველი შეტყობინებიდან იმ მოქმედებათა შესახებ, რომლებიც იწვევენ გადასახადით დაბეგვრას შეთანხმების დებულებათა შეუსაბამოდ.

2. კომპეტენტური ორგანო შეეცდება, თუ იგი განცხადებას დასაბუთებულად ჩათვლის, და თუ მას თვითონ არ შეუძლია მივიდეს დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებამდე, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ურთიერთშეთანხმებით გადაწყვიტოს საკითხი კონვენციასთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება უნდა შესრულდეს დროში რაიმე შეზღუდვების მიუხედავად, რომლებიც არსებობენ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კანონმდებლობაში.

3.ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები შეეცდებიან ურთიერთშეთანხმებით გადაწყვიტონ ნებსიმიერი სიძნელე ან გაუგებრობა, რომლებიც წარმოიშობა კონვენციის განმარტების ან გამოყენებისას. მათ შეუძლიათ აგრეთვე აწარმოონ ერთმანეთთან კონსულტაციები ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, კონვენციით გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც.

4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ შევიდნენ ერთმანეთთან პირდაპირ კონტაქტში წინა პუნქტების გაგებაში თანხმობის მიღწევის მიზნით. თუ შეთანხმების მიღწევისათვის მიზანშეწონილი იქნება აზრთა ზეპირი გაცვლის ორგანიზება, ასეთი გაცვლა შეიძლება შედგეს კომისიის სხდომის ფარგლებში, რომელიც შედგება ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებისაგან.

    მუხლი 26. ინფორმაციის გაცვლა

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ცვლიან იმ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ამ კონვენციის დებულებათა ან ხელშემკვრელი სახელმწიფოების კანონმდებლობის შესრულებისათვის გადასახადებზე, რომლებზედაც კონვენცია ვრცელდება იმ ზომით; ვიდრე დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება კონვენციას. ინფორმაციის გაცვლა არ შემოიფარგლება 1-ლი მუხლით. ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და ეცნობება მხოლოდ იმ პირებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომლებიც დაკავებულნი არიან გადასახადების შეფასებით ან აკრეფით, იძულებითი წესით ამოღებით ან სასამართლო დევნით, ან იმ აღნიშნულ გადასახადებთან დაკავშირებული აპელაციების განხილვით, რომლებზეც ვრცელდება კონვენცია. პირები ან ორგანოები ამ ინფორმაციებს გამოიყენებენ მხოლოდ ამ მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გახსნა სასამართლოს ღია სხდომის მსვლელობაში ან სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებისას.

2. არცერთ შემთხვევაში 1-ლი პუნქტის დებულებები არ იქნება განმარტებული როგორც სავალდებულო, რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის:

a) გაატარონ ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამა თუ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას.

b) მიაწოდონ ინფორმაცია, რომელიც არ შეიძლება მიღებული იქნეს ამა თუ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკის მსვლელობისას;

c) მიაწოდონ ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება გახსნას რაიმე სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიონალური საიდუმლოება, ან სავაჭრო პროცესი, ან ინფორმაცია, რომლის გახსნაც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს პოლიტიკას (საზოგადოებრივ წესრიგს).

    მუხლი 27. დახმარება გადასახადების აკრეფაში

1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ვალდებულებას იღებენ ერთმანეთს დაეხმარონ გადასახადების აკრეფაში პროცენტებთან, ხარჯებთან და სამოქალაქო ჯარიმებთან ერთად, რომლებიც მიეკუთვნებიან ისეთ გადასახადებს, როგორიცაა „სახელმწიფო შემოსავლების აკრეფა“.

2. სახელმწიფო შემოსავლების აკრეფაში დახმარების შესახებ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების თხოვნა შეიცავს ასეთი უფლებამოსილების განხორციელების თაობაზე მოწმობის გაცემას, რომ ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შემოსავლების აკრეფა საბოლოოდ იქნეს განსაზღვრული. ამ მუხლის მიზნებისათვის სახელმწიფოს შემოსავლების აკრეფა მთლიანად განსაზღვრულია მაშინ, როდესაც ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლება აქვს მის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად აკრიფოს სახელმწიფო შემოსავლები, ხოლო გადასახადის გადამხდელს არ აქვს არავითარი უფლება შეაფერხოს აკრეფა.

3. ხელშემკვრელი სახელმწიფოს შემოსავლების აკრეფა, რომელზეც გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მეორე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ, წარმოებს მეორე სახელმწიფოს მიერ ისე, როგორც ასეთი აკრეფა იქნებოდა მეორე სახელმწიფოს მიერ ისე, როგორც ასეთი აკრეფა იქნებოდა მეოერ სახელმწიფოს საკუთარი შემოსავლების აკრეფა მაშინ, როდესაც ასეთი აკრეფა იქნებოდა მეორე სახელმწიფოს საკუთარი შემოსავალი და საბოლოოდ განსაზღვრული მისი კანონმდებლობის დებულებათა შესაბამისად, რომელიც შეეხება მისი გადასახადების აკრეფას.

4. ამ მუხლის შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ აკრეფილი თანხები გადაეცემა მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. ამასთან, თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები მიიღებენ სხვა გადაწყვეტილებას, დახმარების გაწევასთან დაკავშირებულ ჩვეულებრივ ხარჯებს თავის თავზე იღებს პირველად ხსენებული სახელმწიფო, ხოლო სხვა საგანგებო ხარჯებს – მეორე სახელმწიფო.

5. ამ მუხლის პირობების შესაბამისად, თუ სახელმწიფო შემოსავლების აკრეფის პერიოდში გადასახადის გადამხდელი იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მაშინ არავითარი დახმარება სახელმწიფო შემოსავლების აკრეფაში არ იქნება გაწეული.

6. მე-2 მუხლის დებულებათა მიუხედავად, ამ მუხლის დებულებები შეეხება ყველა გადასახადს; რომელიც აკრეფილია პირის ან თავად ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობის მიერ.

7. არაფერი ამ მუხლში განმარტებული არ უნდა იყოს ისე, როგორც ხელშემკვრელ სახელმწიფოზე ვალდებულების დაკისრება – მიიღოს ისეთი ხასიათის განსხვავებული ადმინისტრაციული ზომები, რომელიც გამოიყენება საკუთარი გადასახადების აკრეფისას ან ეწინააღმდეგება მის საზოგადოებრივ პოლიტიკას (საზოგადოებრივ წესრიგს).

    მუხლი 28. დიპლომატიური მისიებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები

ამ კონვენციის არცერთი დებულება არ ეხება დიპლომატიური მისიებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომელთა საგადასახადო პრივილეგიებს, რაც დადგენილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაო ნორმების ან სპეციალური შეთანხმებების საფუძველზე.

    მუხლი 29. ძალაში შესვლა

1. ეს კონვენცია იქნება რატიფიცირებული და სარატიფიკაციო სიგელების გაცვლა შედგება შესაძლებლად მოკლე ვადაში.

2. კონვენცია ძალაში შედის სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის შემდეგ და მისი დებულებები გამოყენებული იქნება:

a) წყაროსთან დაკავებული შემოსავლების მიმართ – შემოსავლების თანხიდან, რომელიც გადაიხდება პირველ იანვარს ან პირველი იანვრის შემდეგ კალენდარულ წელში, რომელიც მოსდევს კონვენციის ძალაში შესვლის წელიწადს;

b) შემოსავლებსა და კაპიტალზე სხვა გადასახადების მიმართ – ისეთ გადასახადებზე, რომლებიც ექვემდებარება გადახდას ნებისმიერ საგადასახადო წლისათვის დაწყებული კალენდარული წლის პირველ იანვარს ან პირველი იანვრის შემდეგ, რომელიც მოსდევს კონვენციის ძალაში შესვლის წელიწადს.

    მუხლი 30. მოქმედების შეწყვეტა

ეს კონვენცია ძალაში რჩება მანამდე, ვიდერ ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ მოახდენს მის დენონსაციას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია კონვენციის დენონსირება დიპლომატიური არხების საშუალებით დენონსაციის შესახებ შეტყობინების გადაცემის გზით კალენდარული წლის გასვლამდე არაუგვიანეს ექვსი თვისა, რომელიც მოსდევს კონვენციის ძალაში შესვლიდან ხუთწლიან პერიოდს.

ასეთ შემთხვევაში კონვენცია წყვეტს მოქმედებას:

a) წყაროსთან დაკავებული შემოსავლების მიმართ – შემოსავლების თანხიდან, რომელიც გადაიხდება პირველ იანვარს ან პირველი იანვრის შემდეგ კალენდარულ წელში, რომელიც მოსდევს შეტყობინების გადაცემის წელიწადს;

b) შემოსავლებსა და კაპიტალზე სხვა გადასახადების მიმართ – ასეთ გადასახადებზე, რომლებიც ექვემდებარება გადახდას ნებისმიერი კალენდარული წლისათვის დაწყებული კალენდარული წლის პირველ იანვრამდე ან პირველი იანვრის შემდეგ, რომელიც მოსდევს შეტყობინების გადაცემის წელიწადს.

რის დასტურადაც, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა ხელი მოაწერეს ამ კონვენციას.

 

შესრულებულია ორ ნამდვილ ეგზემპლარად ქ. აშგაბატში 1997 წლის 5 დეკემბერს ქართულ, თურქმენულ და რუსულ ენებზე, ამასთან სამივე ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა.

ტექსტების ახსნა-განმარტებაში წარმოქმნილი უთანხმოების შემთხვევაში საფუძვლად მიიღება ტექსტი რუსულ ენაზე.

საქართველოს მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

თურქმენეთის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)