„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან არსებულ წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის მინიჭებაზე საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს დებულების, წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის ბლანკის, აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და სარეგისტრაციო ჟურნალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 6 თებერვლის №2-14 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2-153
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 31/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110831005, 01/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.032.016043
  • Word
2-153
31/08/2011
ვებგვერდი, 110831005, 01/09/2011
010240070.22.032.016043
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან არსებულ წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის მინიჭებაზე საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს დებულების, წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის ბლანკის, აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და სარეგისტრაციო ჟურნალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 6 თებერვლის №2-14 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-153

2011 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან არსებულ წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის მინიჭებაზე საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს დებულების, წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის ბლანკის, აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და სარეგისტრაციო ჟურნალის დამტკიცების შესახებ  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 6 თებერვლის №2-14 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან არსებულ წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის მინიჭებაზე საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს დებულების, წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის ბლანკის, აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და სარეგისტრაციო ჟურნალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 6 თებერვლის №2-14 ბრძანებაში (სსმ 13.02.2007 წ., №20 მუხლი 230) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიერ წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიის მინიჭების წესის, წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის ბლანკის, აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და სარეგისტრაციო ჟურნალის დამტკიცების შესახებ.“.

2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიერ წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიის მინიჭების წესი (დანართი №1) თანდართული რედაქციით“:

3. ბრძანების დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

დანართი 1

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიის მინიჭების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი არეგულირებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – სურსათის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიის მინიჭების პროცედურებს.

    მუხლი 2. წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიების მინიჭება

1. ნატურალური მინერალური წყლის კატეგორიის მისანიჭებლად განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:

ა) საბადოს ჰიდროგეოლოგიურ აღწერას;

ბ) წყლის მიკრობიოლოგიური, ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების აღწერას და მათ შესაბამისობას ნატურალური მინერალური წყლების სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ ნორმებთან;

გ) წყლის კლინიკური და ფარმაკოლოგიური მახასიათებლების აღწერას (საჭიროების შემთხვევაში);

დ) საბადოს ეკოლოგიური დაცულობის აღწერას;

ე) საბადოში წყლის ქიმიური და მიკრობიოლოგიური შედგენილობის, ტემპერატურის და დებიტის სტაბილურობის დამადასტურებელ ორი წლის ინფორმაციას მაინც;

ვ) საწარმოში წყლის მიწოდებისა და წყლის დამუშავების ტექნოლოგიის აღწერას;

ზ) საბადოს გეოგრაფიულ მდებარეობას და მის სრულ დასახელებას;

თ) წყლის საბადოს მარაგის დამტკიცების ოქმს.

 2. წარმოებული (ჩამოსხმული) წყლისათვის წყაროს წყლის კატეგორიის მინიჭებისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა, გარდა და ქვეპუნქტებით განსაზღვრულისა.

3. ყაროს წყლის კატეგორიის მისანიჭებლად წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას, გარდა და ქვეპუნქტებით განსაზღვრულისა.

4. წარმოებული (ჩამოსხმული) სუფრის წყალი უნდა აკმაყოფილებდეს სასმელი წყლის სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ ნორმებს. ამ კატეგორიის მისანიჭებლად წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:

ა) წყლის ობიექტის კომპლექსურ დახასიათებას და მის სრულ დასახელებას;

ბ) წყლის მიკრობიოლოგიური, ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების აღწერას და მათ შესაბამისობას სასმელი წყლის სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ ნორმებთან;

გ) საწარმოში წყლის მიწოდებისა და დამუშავების ტექნოლოგიის აღწერას.

5. გადაწყვეტილება წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის წყლის კატეგორიის მინიჭების შესახებ სააგენტო იღებს განაცხადის მიღებიდან არა უმეტეს 3 თვის განმავლობაში.

6. აკრძალულია ერთი კატეგორიის წარმოებული (ჩამოსხმული) წყლის სახელწოდების გამოყენება სხვა კატეგორიის წყლისათვის.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის პირველი მოადგილე                . აბულაძე