„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 332
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110831001, 31/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 17/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.016492
  • Word
332
26/08/2011
ვებგვერდი, 110831001, 31/08/2011
010240030.10.003.016492
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 332

2011 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის 37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის 37 დადგენილები (სსმ III, 2004 წელი, მუხლი 460) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ი“ ქვეპუნქტი:

„ა.ი) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტი;“.

2. 41 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;“;

ბ) მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მინისტრის სახელმწიფო დაწესებულებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია, მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;“;

გ) მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) 41 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის ფუნქციებია:

 ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო ორმხრივი ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების შემუშავების პროცესში მონაწილეობა; მათი შესრულების კოორდინაცია; ხელშეკრულებების პროექტებზე მუშაობა, წინადადების წარდგენა და შეჯერება, ამ მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობა და სამინისტროს პოზიციების წარმოდგენა;

ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და წახალისება; ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული პრიორიტეტების წარმოჩენა და მათი შესრულების მონიტორინგი;

გ) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობა;

დ) სამინისტროს პრიორიტეტული პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების მიზნით საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება და წარმართვა, მათი მუშაობის კოორდინაცია;

ე) საზღვარგარეთის განათლების სამინისტროებსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კავშირების დამყარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება; ამ მიზნით სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვა, შესწავლა და ანალიზი;

ზ) საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მიზნით წინადადებების შემუშავება და მინისტრისათვის წარდგენა;

თ) სამინისტროს უწყებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და მის დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;

ი) სამინისტროს სისტემაში უცხოური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების კოორდინაცია, განხორციელებული პროექტების შესწავლა და ანალიზი, არსებულ საჭიროებათა შესწავლა და ანალიზი, პრიორიტეტული პროექტებისათვის დონორებისა და ფინანსური სახსრების მოძიება;

კ) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისა და მასში შემავალი ინსტიტუტების ევროპისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის ხელშეწყობა, მათ შორის, „ბოლონიის პროცესის“ ფარგლებში საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო პროექტების/ინიციატივების დაგეგმვა, შესრულება და კოორდინაცია, აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა, კოორდინაცია და წლიური ანგარიშების მომზადება; „ბოლონიის პროცესის“ ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა და ორგანიზება;

ლ) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის კვლევა და ანალიზი ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან თავსებადობისა და შესაბამისობის დადგენის მიზნით;

მ) საზღვარგარეთ მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ოფიციალური ვიზიტების უზრუნველყოფა;

ნ) დეპარტამენტის ამოცანათა ფარგლებში მიმდინარე საჯარო მოხელეთა გადამზადებისა და უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაფინანსების პროგრამების განხორციელების, მათი ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინაცია. ამ პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ სტიპენდიატებთან მუდმივი კავშირი და მათი სასწავლო პროცესის მონიტორინგი. დაფინანსებული სტუდენტების შესახებ ინფორმაციის მომზადება;

ო) სამინისტროსა და სტუდენტ(ებ)ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების გადარიცხვების კოორდინაცია და კონტროლი;

პ) შესაბამისი პროგრამების ფარგლებში მოქმედი კომისიის მუშაობის დღის წესრიგის პროექტის მომზადება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის გაცნობა განმცხადებლ(ებ)ისათვის;

ჟ) მინისტრის დავალებით/ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი            . გილაური