დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110830014, 01/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330120020.35.131.016065 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/09/2011 - 31/03/2014)
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №38
2011 წლის 26 აგვისტო
ქ.ქობულეთი
სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
განისაზღვროს ჯარიმის ოდენობები ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზონების მიხედვით (დანართი №1).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ბერაძე
დანართი №1
ჯარიმის ოდენობები ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზონების მიხედვით
| № | ზონა | ზონის აღწერა | ჯარიმის ოდენობა (ლარებში) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე | |||
| 1 | I ზონა | ქ. ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო მთლიანად, მეგობრობის ქუჩა მთლიანად, დასავლეთით მიმდებარე ტერიტორიებით ზღვის სანაპირომდე, მემედ აბაშიძის ქუჩის დასავლეთი მხარე მდინარე ,,კინტრიშიდან“ ქ.ქობულეთის ადმინისტრაციულ საზღვრამდე, დავით აღმაშენებლის გამზირის ორივე მხარე, დავით აღმაშენებლის გამზირისა და თამარ მეფის სანაპიროს დამაკავშირებელი ქუჩები და გადასასვლელები, ზღვის სანაპირო ზოლი. | 0.25 2 | II ზონა | ქ.ქობულეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სხვა დანარჩენი ტერიტორიები. (ქუჩები, მოედნები, გადასასვლელები სხვა დანარჩენი ტერიტორიები.) | 0.20 |
| 3 | III ზონა | სენაკი-ფოთი-სარფის ავტომაგისტრალის დასავლეთი მხარე ციხისძირის თემისა და დაბა ჩაქვის ჩათვლით ზღვის სანაპირომდე, ხოლო აღმოსავლეთით 100 მეტრი რადიუსში მოქცეული ტერიტორიები. | 0. 15 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები