საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაციის თაობაზე

  • Word
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაციის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 329
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110830007, 30/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016489
  • Word
329
26/08/2011
ვებგვერდი, 110830007, 30/08/2011
040030000.10.003.016489
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაციის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 329

2011 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაციის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სილე­ბი­სა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანო­ნის მე-19 მუხლის პირ­ველი პუნქტის შესაბამისად:

1. განხორციელდეს საქარ­თველოს განათ­ლებისა და მეცნიერების სა­მინისტროს ტერიტორიული ორგანოების – ერედვის, თიღვისა და ქურთის თე­მების საგანმანათლებლო რესურსცენტრების რეორგანიზაცია ყოფილი სამ­ხ­რეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრა­ციულ‑ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციასთან მიერთების გზით, 2011 წლის 5 სექტემბრამდე.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სა­მინისტრომ და ყოფილი სამ­ხ­რეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრა­ციულ‑ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციამ უზრუნ­ველყონ საქარ­თველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტო­რიული ორგანოების – ერედვის, თიღვისა და ქურთის თემების საგანმანათ­ლებლო რე­სურსცენტრების რეორგანიზაციასთან და­კავ­ში­რე­ბული კანონ­მდებ­­ლობით გა­თ­ვალისწინებული ღო­ნის­ძიებე­ბის გან­ხორ­ციელება.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გა­მოქ­ვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                        ნ. გილაური