დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების დაფუძნების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 327 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110830005, 30/08/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.016487 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №327
2011 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების დაფუძნების შესახებ
მუხლი 1. „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტის ბაზაზე დაფუძნდეს სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი.
მუხლი 2. ამ დადგენილების პირველი მუხლის შესრულების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები