„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 475
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 29/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110829013, 29/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 02/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 120340000.08.002.016302
  • Word
475
29/08/2011
ვებგვერდი, 110829013, 29/08/2011
120340000.08.002.016302
„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №4 75

2011 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებით (სსმ, III ნაწ., 1999 წ., №69(76), მუხ. 1064) დამტკიცებულ  წესში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21 . საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდეგში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო) დირექტორსა და უფლებამოსილ თანამშრომლებს უფლება აქვთ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ფორმის სამსახურებრივი დოკუმენტების საფუძველზე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდნენ ნავსადგურში და ავიდნენ ნავსადგურში მდგომ გემზე, განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი, დამატებითი საშვის გარეშე. უფლებამოსილი თანამშრომლების თანამდებობრივი ნუსხა და დოკუმენტის ნიმუში წინასწარ თანხმდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან.“;

ბ) 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

,, 7. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს აღრიცხვაზე მყოფ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ნუსხასაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო წერილობით აწვდის ნავსადგურის ადმინისტრაციასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს, აქვთ ნავსადგურის ტერიტორიაზე საშვების გარეშე შესვლის, ყოფნისა და გამოსვლის უფლება  დღე-ღამის ნებისმიერ დროს.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  მ. სააკაშვილი