დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მეორე აუქციონის გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | შპს "ევრობილდინგი" |
| მიღების თარიღი | 29/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110829008, 29/08/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება აუქციონის შესახებ
ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 ნოემბრის №2/8337-10 სასამართლოს სხდომის საფუძველზე დანიშნული შპს “ევრობილდინგი”-ს გაკოტრების მმართველი ვლადიმერ სალაძე გაცნობებთ რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დანიშნული იყო 2011 წლის 22 აგვისტოს 1-ლი აუქციონი, რომელშიც მონაწილეობა არც ფიზიკურ და არც იურიდიულ პირს არ მიუღია, შესაბამისად, ვნიშავ 2011 წლის 28 სექტემბერს მე-2 აუქციონს შპს “ევრობილდინგ”-ს უძრავ მოძრავ ქონებაზე,
აუქციონი ჩატარდება ორ ლოტად: პირველი ლოტი უძრავ ქონებაზე და მეორე ლოტი მოძრავ ქონებაზე (ნივთები).
უძრავი ქონება:
1) ქალაქ თბილისში, ჩიტაძის ქუჩა №11 მდებარე ავტოსადგომი №32 (მშენებარე) სართული-2, 18 კვ.მ საკადასტრო კოდია №01.15.05.059.009.02.032.
2) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე ქალაქი თბილისი მუხიანის, დასახლება 1 და 2 მ/რ-ის მიმდებარედ; ნაკვეთის ნომერი -№003/034; ნაკვეთის ფუნქცია – არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი – 21.00 კვმ; ნაკვეთის №01.11.17.003.011;
მოძრავი ქონება:
1. ტელეფონი „Panasonic530”
2. პრინტერი „HP laser jet M 1120”
3. ფაქსი „Panasonic KX-FP-143”
4. პრინტერი „Canon iP4200”
5. კომპიუტერი „ASUS P4V800D-X”
6. ქსეროქსი „workcenter PE220”
7. საგამოფენო კარადა
8. კონდიციონერი „ECO 9”
9. კომპიუტერი „Case ARX/Dual-Core? MB HDD”
10. ლაზემზონი „PD42”
11. მაგიდა
12. ტუმბო
13. კარადა
14. სკამი
15. ლაზერული თვითსწორებადი თარაზო
16. პერფორატორი „TE 905”
17. სანგრევი ჩაქუჩი
შენიშვნა: უძრავ-მოძრავი ქონების მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის თაობაზე შეგიძლიათ მიმართოთ გაკოტრების მმართველს.
აუქციონზე ქონება იყიდება ერთიანი კომპლექსის სახით, აუქციონზე გასატანი უძრავ-მოძრავი ქონების საერთო ღირებულება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” კანონის 38.10 მუხლის შესაბამისად შეადგენს 18525 ლარს.
შემზენის მიერ თანხის 1/3-ის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონის ჩატარების დღესვე, ხოლო დარჩენილი 2/3-ის აუქციონის ჩატარებიდან 7 დღის ვადაში.
აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი აუქციონში მონაწილეობის შესახებ არაუგვიანეს 2011წლის 27 სექტემბრამდე, ქ.თბილისში, დიღმის მასივი 6 კვარტალი 22 ა კორპუსი ბინა №37, 10-18 სთ-მდე, განცხადებას უნდა დაერთოს პირადობის მოწმობა (ფიზიკური პირის შემთხვევაში), ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ იგი მოქმედებს სხვა პირის სახელით. იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციას და ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.
აუქციონი ჩატარდება 2011 წლის 28 სექტემბრს 17 საათზე ქ.თბილისში, დიღმის მასივი მე-6 კვარტალი 22 ა კორპუსი ბინა 37-ში.
აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდება ის პირი, ვინც გადაიხდის აუქციონზე გასატანი ლოტებად გაყიდული ქონების ღირებულების შესაბამისად მაქსიმალურ თანხას.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ შპს „ევრობილდინგი”-ს გაკოტრების მმართველს ვლადიმერ სალაძეს ქ.თბილისი დიღმის მასივი მე-6 კვარტალი, 22 ა კორპუსი, ბინა №37-I 10-18 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა. ტელეფონი: 577 73 59 03.
შპს „ევრობილდინგის“
გაკოტრების მმართველი ვ.სალაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები