,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 141/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 26/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110826023, 29/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016178
  • Word
141/ნ
26/08/2011
ვებგვერდი, 110826023, 29/08/2011
430010000.22.022.016178
,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №141/ნ

2011 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი №210211 21.02.11წ.) დამტკიცებულ:

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დებულების მე-2 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) საგანმანათლებლო პროგრამა – ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა (შემდგომში – აკადემიური პროგრამა) ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, აგრეთვე პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა (შემდგომში – პროფესიული პროგრამა);

ბ) დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე, აგრეთვე სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ხდება შესაბამისი კონკურსისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე.“;

გ) დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამისა, აუცილებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების გამოცდების ჩაბარება და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი არჩევითი გამოცდის ჩაბარება.“;

დ) მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამისა, აგრეთვე სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა, სავალდებულოა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება.“;

ე) დებულების მე-8 მუხლის სათაური, პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. სახელოვნებო-შემოქმედებით ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის თავისებურებანი

1. აბიტურიენტები, რომლებსაც სურთ სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე გადიან კონკურსს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.

2. სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულოა როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის გავლა, ასევე შემდეგი საგნების ჩაბარება;

ა) ბაკალავრიატზე ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილების შემთხვევაში, ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი არჩევითი საგნის გამოცდის ჩაბარება.

ბ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის გავლის შემდეგ აბიტურიენტი აპირებს სწავლის გაგრძელებას სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება.

3. ბაკალავრიატზე სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განსაზღვროს აბიტურიენტთა ჩარიცხვის წესი:

ა) მხოლოდ კონკურსის შედეგების მიხედვით – ერთიანი ეროვნული გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულების კოეფიციენტებით რანჟირების გაუთვალისწინებლად;

ბ) შერეული წესით – კონკურსისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად კოეფიციენტებით რანჟირებული ქულებით.“;

ვ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

     „მუხლი 81. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის თავისებურებანი

1. აბიტურიენტები, რომლებსაც სურთ სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე გადიან კონკურსს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ამ დაწესებულებაში ჩარიცხვისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის უფლების მოსაპოვებლად.

2. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია კონკურსის შედეგები დაუყოვნებლივ გაუგზავნოს ცენტრს, ცენტრის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.“;

ზ) დებულების 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

,,21. სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე ან სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში, კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში აბიტურიენტის გადანაწილება ხდება ამ პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის, აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულის, აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალისა და საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტის/კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე.“;

თ) დებულების 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

,,4. იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი განაცხადების საფუძველზე აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე თავისუფალი ადგილები არჩევით საგანში/საგნებში არ შეივსო, მაშინ დარჩენილი ადგილები ამ დებულების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით შეივსება იმ არჩევითი საგნის/საგნების შედეგების გათვალისწინებით, რომელიც გამოცხადებული ჰქონდა ამ აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე საგანმანათლებლო დაწესებულებას და რომელიც შეივსო ამ დებულების 34-ე მუხლით გათვალისწინებული რანჟირების დროს. ამ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გათვალისწინებული იქნებიან მხოლოდ ის აბიტურიენტები, რომლებსაც  განმეორებით განაცხადში მითითებული აქვს შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება და საგანმანათლებლო პროგრამები.“;

ი) დებულების მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

,,5. 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში დამატებითი რანჟირებისთვის გამოაცხადოს სტუდენტთა ჩარიცხვისთვის დამატებითი ადგილები.

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (მხოლოდ იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც არიან აფხაზურენოვანი საქართველოს მოქალაქეები და 2011 წელს ჩაბარებული აქვთ მხოლოდ ზოგადი უნარების რუსულენოვანი ტესტები) ან/და პროფესიულ პროგრამებზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგენს ანკეტას, რომელიც ამოწმებს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორეს და გადამოწმების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 2 დღისა, დამოწმებულ ანკეტას აგზავნის ცენტრში.ენტრი ანკეტაში გათვალისწინებულ კომპიუტერულად დამუშავებულ ელექტრონულ ინფორმაციას განათავსებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე საგანმანათლებლო პროგრამაზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებთან ერთად.“.

2. სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. აბიტურიენტი აკადემიურ პროგრამაზე გრანტს მოიპოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს დებულების მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მითითებულ ყველა გამოცდაში. თუ აბიტურიენტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ წერილობით განაცხადში გამოთქვამს დებულების მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული სავალდებულო ან/და არჩევითი გამოცდის/გამოცდების ჩაბარების სურვილს, გრანტის მოსაპოვებლად აღნიშნულ გამოცდაში/გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ აბიტურიენტის მიერ დებულების მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის აკადემიურ პროგრამზე ჩასარიცხად რომელიმე გამოცდის ჩაბარება არ არის სავალდებულო.“;

ბ) წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი:

,,გ) პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს გრანტი ქართულ ენაში მომზადების საგანმნათლებლო პროგრამაზე.“;

გ) წესის მე-4 მუხლის სათაური, პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის თავისებურებანი

1. აბიტურიენტი სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატზე გრანტს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოიპოვებს დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების და დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული არჩევითი საგნებიდან მის მიერ არჩეულ ერთ საგანში გამოცდის ჩაბარების გზით.

2. აბიტურიენტი, რომელსაც დებულების მე-2 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამის რეიტინგულ ჩამონათვალში სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის გარდა მითითებული აქვს სხვა აკადემიური პროგრამა, გრანტს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვებს დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების და დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული იმ არჩევითი საგნის ჩაბარების გზით, რომელსაც ის აბარებდა აკადემიურ პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების მიზნით.

3. იმ აბიტურიენტის დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, რომელმაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ჩააბარა რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა და მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატზე, აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება აკადემიური პროგრამის იმ არჩევითი საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს გრანტის მეტ ოდენობას. თუ ამ არჩევითი საგნების გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით აბიტურიენტი მოიპოვებს გრანტის ერთსა და იმავე ოდენობას, აბსოლუტური რანჟირების დროს გაითვალისწინება აბიტურიენტის მიერ მოპოვებული ქულა იმ არჩევით საგანში, რომელზეც შესაბამის წელს, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მეტი თანხა გადანაწილდება.“;

დ) წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტში არ შედის:

ა) პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე;

ბ) პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს გრანტი ქართულ ენაში მომზადების საგანმნათლებლო პროგრამაზე.“.

ე) წესის მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

,,11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის შემუშავების დროს ცენტრი ეყრდნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ცენტრის მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ცენტრის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად, ელექტრონული და წერილობითი ფორმით გადასცემს ცენტრს იმ პირთა თაობაზე ინფორმაციას, რომელსაც მოპოვებული აქვთ გრანტი.“;

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.                                                                                                            

დ. შაშკინი