,,დმანისის მუნიცპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ”დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის №12-33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,დმანისის მუნიცპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ”დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის №12-33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 14-35
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/08/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110826017, 31/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 29/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016065
  • Word
14-35
26/08/2011
ვებგვერდი, 110826017, 31/08/2011
010250020.35.156.016065
,,დმანისის მუნიცპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ”დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის №12-33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
დმანისის მუნიციპალიტეტი

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14-35

2011 წლის 26 აგვისტო

. დმანისი

,,დმანისის მუნიცპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებდმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის №12-33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 ,,დმანისის მუნიცპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის №12-33 დადგენილებით (სსმ 05.08. 2011) დამტკიცებულ წესში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

 მუხლი 1.

 1. პირველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,5. ელექტრონული აუქციონის ფორმით საპრივატიზებო და სარგებლობაში გადასაცემი დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი საფასური დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დგინდება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების შესაბამისად.”.

,,6. ელექტრონული აუქციონის ფორმით საპრივატიზებო და სარგებლობაში გადასაცემი დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ბეს ოდენობას განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.”.

 2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 2. დმანისის მუნიციპალიტეტი, დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, ინფორმაციას აქვეყნებს დმანისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www. dmanisi.com.ge ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ელექტრონული აუქციონის ფორმით დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე გაზეთ „24 საათში“.

 3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონით პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის შესახებ განცხადების გამოქვეყნების ვადებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

 4. მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10.დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემისას აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი რეგულირდება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ საქართველოს კანონის და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 სექტემბრის №12-33 დადგენილებით დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების დებულების დამტკიცების თაობაზე დამტკიცებული დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის მიხედვით.

 5. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 1. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია:

 ა) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან დმანისის მუნიციპალიტეტს;

ბ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ ბრძანების მოთხოვნათა დარღვევით;

გ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.”.

მუხლი 2.

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე       შ. ალიევი